1geo

fb you od

ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

vardavar 

2016 წლის 3 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა ხუთ მთავარ დღესასწაულთაგან ერთი - იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული, რაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით.

დილიდან მხიარული და საზეიმო განწყობა სუფევდა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და თბილისის „ სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში. მორწმუნეები მიდიოდნენ ერთ-ერთ საყვარელ - იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულში ან, როგორც ხალხი უწოდებს მას, ვარდავარის აღინიშვნაში მონაწილეობის მისაღებად.

„სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგია აღავლინა „სურბ გევორგ“ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა. ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა.

წარმართული პერიოდიდან იღებს სათავეს ქრისტიანულ ტრადიციაში გადმოსული ერთმანეთზე წყლის შესხურვის ჩვევა ანუ ვარდავარი. ეს ჩვევა ეკლესიების ეზოებში გამოიხატება ამ დღეს გაჩაღებული წუწაობით. „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებული მხიარული სიმღერა, მუსიკა და სომხური ცეკვა გავრცელდა მთელს უბანში. წუწაობაში ჩარეთნენ ასაკოვანები, ახალგაზრდები, სტუმრები, საღმრთო ლიტურგიაზე მოსულები, ამით გამოიწვიეს ცეკვასა და წუწაობაში სიამოვნებით ჩართული უამრავი ტურისტის ინტერესი და გაკვირვება.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიების შემდეგ, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ახალციხის „გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის "სურბ სარგის" და ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიებში.

IMGP0053 IMGP0072 IMGP0103 IMGP0134 

13585237 13528268 13558943 13603387  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)