იტალიური მუსიკის საღამო "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
2016 წლის 2 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა იტალიური სიმღერის საღამო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ამ სომხურ კულტურულ ცენტრში წარმოადგენენ ასევე უცხოენოვან სიმღერას და მუსიკას. მხარი დაუჭირა რა იდეის ავტორს, რეჟისორ კარინა მეგერიან-ჟიზნევსაკაიას ინიციატივას, განათლებისა და კულტურის ცენტრმა მაყურებელს წარუდგინა იტალიური სიმღერის მყუდროკონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, ხელოვნების დამფასებლები და უბრალოდ სიმღერისა და მუსიკის მოყვარულები. კონცერტის ინიციატორმა დამსწრეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ იტალიური გენის მატარებელი, სომეხი ხალხის ამ ბოლო დროს გარდაცვლილი დიდი მეგობრის, მხატვრის, მწერლის და პუბლიცისტის ჯოვანი ვეფხვაძის ხსოვნისადმი. ქალბატონმა კარინამ ისაუბრა ორი წლის წინ ანა დავთიანის შესრულებით, ამ დარბაზში მოწყობილ ფრანგული სიმღერის საღამოზე, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა თბილისელ ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებაში. გააგრძელა რა უცხოური სიმღერის გავრცელების მიზანმიმართული ინიციატივა, რეჟისორმა კარინა მეგერიან-ჟიზნევსკაიამ ამჯერად მაყურებელს წარუდგინა სომეხი მუსიკოსების შესრულებით ნიმუშები იტალიური ეროვნული სიმრერიდან და მუსიკიდან, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესრულდა აუდიტორიისათვის ნაცნობი და უცნობი იტალიური სიმღერები ანა დავთიანის, დანიელა და სამუელ ისრაელიანების, ვლადიმერ ასატუროვის მიერ. მხიარული განწყობა, რომელიც იქმნებოდა მომღერლების გულწრფელი შესრულებით და გამამხნევებელი რიტმით, მაყურებელს რთავდა სიმღერის პროცესში და იმსახურებდა მის თბილ და მხურვალე ოვაციებს. |