1geo

fb you od

"ჰაიარტუნ" ცენტრის 2015-2016 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavorr 

2016 წლის 9 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო კონცერტი, რომელიც იქცა ჯგუფების ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ჩვენებად. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურები, საეპისკოპოსოს თანამშრომლები, სტუმრები და მშობლები. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელის, ლევონ ჩიდილიანის, წარდგენით ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ დუდუკის და დოლის წრეების აღსაზრდელები, ცეკვის უფროსი ჯგუფი, ამაყი ცეკვით და პატარების ჯგუფი, სიმღერის გუნდი, ეროვნული და თანამედროვე სიმღერების შესრულებებით, საესტრადო ანსამბლი. სასიხარულოა, რომ ხუთი წლის წინ ჩამოყალიბებული „ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის გუნდის რამდენიმე მონაწილე მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდივიდუალური შესრულებით, კერძოდ რუზანა მიქაელიანი, სოფია მელქონიანი, ანი თოროსიანი, ანი ჰოვანისიანი.

ერთი წლის განმავლობაში დაიხვეწა და გაუმჯობესდა ცენტრის აღსაზრდელთა საშემსრულებლო ხელოვნება. აშკარა იყო პროგრესი, რაც მიღწეულია ასევე მათი ჯგუფების წამყვანი მასწავლებლების გულმოდგინე მუშაობის შედეგად.

"ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა კულტურის განყოფილების დირექტორს, ლევონ ჩიდილიანს, ცენტრში სომხური სულისკვეთების შენარჩუნებისთვის, იმისთვის, რომ "ჰაიარტუნ" ცენტრის მოღვაწეობა იქცა თუმანიანისეული სულისკვეთებით ნამდვილი სომხურო ხელოვნების სახლის მისიად. მაღალი შეაფასება დაიმსახურეს ასევე განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, გახმოვანების რეჟისორმა სერგეი არუთიუნოვმა, ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ეპარქიის წინამძღვარმა დადებითად შეაფასა "ნერსეს შნორჰალი" გუნდის ქორმაისტერის, მარია აბულიანის, პიანისტ კარენ მირზოიანის, "ტარონ" ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის, დუდუკის და დოლის ჯგუფების მასწავლებლების - ივანე მკრტჩიანის, რობერტ კაშავანიძის და „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ასატუროვის სამუშაო, სომეხ ბავშვში სომხური ხელოვნების მიმართ სიყვარულის გაღვივებასა და ინტერესის სწორად მიმართვისათვის. ხაზი გაესვა ასევე ჯგუფების მიერ სხვა ხალხების კულტურიდან ნიმუშების წარმოდგენის ოსტატობას.

ცენტრის აღსაზრდელთა ლამაზ გამოსვლებს განსაკუთრებული სიმშვენიერე შეჰმატა ეროვნულმა კოსტიუმებმა, რომლებიც სიმღერის გუნდსა და ცეკვის ანსამბლს აჩუქა მუსიკოსმა, პოეტმა მარინე ალესმა.

ჯგუფების წევრებმა დაიმსახურეს ახალი სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში საკონცერტო პროგრამის წარდგენის პატივი. ახალი სასწავლო წლიდან "ჰაიარტუნ" ცენტრის სისტემაში გამოვა ასევე „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მაკარ ეკმალიანის სახელობის სიმღერის გუნდი, სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობით.

DSC07105 DSC07108 DSC07134 DSC07127 

DSC07140 DSC07146 DSC07151 DSC07174