1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

khaghoghorhneq 

2016 წლის 14 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ დიდი პომპეზობით აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.

დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ეზოებსა და ტაძრებში. სულიერმა მსახურებმა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ეკლესიის საკურთხეველი გააწყვეს დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით.

დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ანდასტანის წესი. აკურთხეს სამყაროს ყველა მხარე და ხალხები.

შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. „სურბ გევორგ“ ეკლესიაში სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

წმიდა წირვას ესწრებოდნენ საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ, ხალხი მოდიოდა ყურძნისა და სხვადასხვა ხილის ლამაზი კალათებით, ლამაზად გაწყობილი ლანგრებით, უფლის კურთხევის მიღების მოლოდინით.

წმიდა წირვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე და დღესასწაული მიულოცა მორწმუნეებს.

ეპარქიის წინამძღვარმა კურთხევის და შეფასების სიტყვით მიმართა თბილისის ეკლესიების ჯვრის ნათლიებს იური ერემიანს და კარენ სარგსიანს, ხის დამმუშავებელ სამველ პოღოსიანს, ეკლესიებთან მოქმედ ქალთა კავშირების წევრებს, რომელთაც ნამდვილად საზეიმოდ აქციეს დღესასწაული.

სულიერი მამების მიერ წაკითხულ იქნა ნერსეს შნორჰალის ლოცვა, რომელიც ეძღვნება ყურძნის კურთხევას.

ეკლესიებში მქადაგებლებმა, სამღვდელოებასთან ერთად საზეიმოდ შეასრულეს ტრადიციული ყურძნისა და წლის ჭირნახულის კურთხევის წესი.

საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა და ყურძნის კურთხევა შესრულდა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის, ქვემო ქართლისა და სხვა სომხურ ეკლესიებში.

ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა. წირვას დაესწრო მრავალი მორწმუნე და მებანაკე. წირვამ და ყურძნის კურთხევამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებლებში და ანუგეშა ისინი. ყურძნის კურთხევის შემდეგ ეკლესიის ეზოში მებანაკეთა ძალებით გაიმართა საზეიმო კონცერტი.

ადგილობრივ მრავალ თემში დილიდან ღვთისმსახურება აღავლინეს და ყურძნის კურთხევა ჩაატარეს სამცხე -ჯავახეთის ვიკარიატის მღვდლებმა.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული მრავალი სომეხი და უცხოელი. ყურძნის კურთხევის შემდეგ აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მიერ ნაკურთხი ყურძენი და ხილი დაურიგდა დამსწრეებს.

ორშაბათს დილიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში გადაიხდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

IMGP0074 IMGP0137 IMGP0204  

13925969 1075977802484599 6314638835674425392 o 14021577 1075977162484663 1970291112253347904 n 13987449 1721607194770745 1918307701123206209 o 13925989 1075975462484833 4236012734691274620 o  

14034930 1075976859151360 3899364791056566649 n 13913992 1075971509151895 4071065833268836511 o 14045711 1079148918830768 9101071198471560606 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)