1geo

fb you od

დიაკვნების ხელდასხმა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Sarkavagakan dzernadrutyun 

2016 წლის 26 დეკემბერს,  თბილისის  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში,  წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღე აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მსვლელობისას, სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელ  წმიდა ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წმინდა სტეფანეს დღესასწაულთან დაკავშირებით, შესრულდა დიაკვნების ხელდასხმა. ბოლო ოცი წლის განმავლობში „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ეს ცერემონია შესრულდა პირველად.    

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მიერ დიაკვნად იყვნენ ხელდასხმულნი უმცროსი დიაკვნები: ჰოვსეფ ჩირახოვი და გევორგ ანტონიანი (თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი), ოთარ გიგაური (თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია) და ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მედავითნე პეტროს გასპარიანი, რომელთაც  სრულიად სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კურთხევით, წარმატებით ჩაბარებული ჰქონდათ დიაკვნობის გამოცდა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს შემდეგ, წარმოადგინა წმინდა სტეფანეს დღესასწაულის მნიშვნელობა, წმინდანისა, ვინც თავისი ცხოველმყოფელი სისხლით განამტკიცა ქრისტეს ეკლესიის  საფუძვლები.  ახლად ხელდასხმული დიაკვნებისადმი  მიმართვისას,  წინამძღვარმა მათ მოუწოდა, რომ  მსახურებაში იყონ  მოწამის მიმდევრები, მორჩილად შეასრულონ და    დააფასონ უდიდესი მისია, გახდნენ ქრისტეს  ტკბილი ტვირთის მატარებელნი. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უფლის   ღირსეულმა მსახურებმა ეს  მისია სიყვარულითა და რწმენით უნდა განახორციელონ.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,     მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა    აკურთხა და მამობრივად დაარიგა ახლად ხელდასხმული დიაკვანები, რომ თავიანთი ქცევით, ცოდნითა და მსახურებით ჭეშმარიტად ადიდონ სომეხთა ეკლესიის სახელი.    

ჯერ კიდევ  25 დეკემბერს, საღამოს, მეუფე ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით სპეციალური ცერემონიალით წინასწარ შესრულდა უმცროსი დიაკვნობის მინიჭების ცერემონია. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ოთხმა  მედავითნემ მიიღო უმცროსი დიაკვნობა.   

ზემოაღნიშნულ   ცერემონიებში მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, ასევე ეპარქიის სამღვდელოება.

აქვე დავსძენთ, რომ 26 დეკემბერს  მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში დიაკვნად იყვნენ ხელდასხმულნი თბილისში დაბადებული გევორგიან   სასულიერო სემინარიის  სტუდენტები არტაკ ანტონიანი და ეღიშე ჰარუთუნიანი.

IMGP0073 IMGP0078 IMGP0732 IMGP0737 

IMGP0774 PENT9283 PENT9853 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)