1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საახალწლო და საშობაო მილოცვა საქართველოს სომხებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMGP6171 

ძვირფასო თანამემამულენო,

გულწრფელად  გილოცავთ   ახალ წელსა და შობის  ბრწყინვალე  დღესასწაულს.  ლოცვას აღვავლენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ჩვენმა ზეციურმა მამამ დღეგრძელობა, სულიერი  ბედნიერება    და წარმატებები გიბოძოთ ყველას.

გასული,  2016 წელი, საქართველოს მორწმუნე სომეხთათვის იყო ნაყოფიერი წელი. ჩვენმა საზოგადოებრივმა  და კულტურულმა დაწესებულებებმა   მონაწილეობა მიიღეს სრულიად სომეხთა სხვადასხვა  ფესტივალებსა და პროგრამებში. მომლოცველობებით საქართველოს სომხობამ გაიცნო სომხეთისა და არცახის ღისშესანიშნაობები, ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში. ეპარქიის "ჰაიარტუნ", "რაფაელ ჯავახ", "ალექსანდრე მანთაშევ“   განათლების, კულტურისა  და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობის  და საქართველოში მოქმედი სახელმწიფო,   საზოგადოებრივი და სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების გულმოდგინე მუშაობის შედეგად, შევინარჩუნეთ კულტურული გარემო, და საქართველოს სომხობა   დატკბა ჩვენს შემოქმედთა    თეატრის, კლასიკური მუსიკის, ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს ქმნილებებით.

გაგრძელდა ეკლესიათმშენებლობა,  განსაკუთრებით ჯავახეთში. ეპარქიის ეკლესიებში რეგულარულად სრულდებოდა ღვთისმსახურებები და საღმრთო ლიტურგიები,   ჩვენმა სულიერმა მსახურებმა თავიანთი ერთგული საქმიანობით სახარებით ანუგეშეს და რწმენის ერთგულება შთააგონეს   ჩვენს მორწმუნე ხალხს.   

ძვირფასო დებო და ძმებო, დაე 2017 წელი ჩვენი მორწმუნე  ერისათვის იყოს ახალი მიღწევებისა და წარმატებების წელი.  ეს წელიც   იქნება  ჩვენი ტაძრების აღდგენის, სულიერი და   კულტურული  ცხოვრების გააქტიურების წელი.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თუმანიანის „ვერნატუნის“   გახსნა დიდი პოეტის თბილისის სახლში,  გაფართოვდება ბათუმის „ალექსანდრე მანთაშევის“ ცენტრის    საშენობო პირობები და წინსვლის   ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. წალკის რაიონში სამუშაოები ჩატარდება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების მიმართულებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეფექტური სამუშაოებისა  და თანამშრომლობისათვის, დღესასწაულთან დაკავშირებით   ულოცავს და თავის სიყვარულს გადასცემს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს,    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს,   საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებებს, „სურბ გევორგ“  ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის სამეურვეო საბჭოს,    ფონდს "სომხეთის განვითარების ინიციატივები“    (IDEA),  „ჯინიშიან“ ხსოვნის ფონდს,   საქართველოსა და სომხეთში მოღვაწე რელიგიურ, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს.

გვჯერა   ჩვენი ხალხის შრომისმოყვარეობით შექმნილი    ნათელი აწმყოსი და მომავლის. ჩვენ  მისია გვაქვს მსოფლიოში და ჯერ კიდევ განუხორციელებელი ოცნებები.

საუკუნეების მანძილზე წმინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული  იმედისა და რწმენის წყაროა    ჩვენი ხალხისთვის, რაც ახალი შემოქმედებისა და  ხედვების წყაროა და სტიმული - ახალო მიღწევებისთვის.  

დაე  ბეთლემის წმინდა ბაგაში ხორცშესხმულმა ღმერთმა დალოცოს  ჩვენი ქრისტეს მოყვარული და პატრიოტი ხალხი, მშვიდობიანად ამყოფოს   სომხეთისა და საქართველოს  ცა,  გააძლიეროს სომხებისა და ქართველების   ათასწლეულების  მეგობრობა,   მტკიცედ ამყოფოს  სომეხთა სამოციქულო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების ქრისტიანული თანამშრომლობა, მორწმუნეთა სულიერი სიხარულისა და ოჯახური ბედნიერების სადიდებლად.  

ქრისტე იშვა და მოგვევლინა უფალ ღმერთად, ჩვენ და თქვენ დიდი სიხარული!   

ლოცვითა და კურთხევით,

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი,

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)