1geo

fb you od

"სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო და საშობაო ზეიმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

15626567 

2016 წლის  25 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრში   გაიმართა  "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო და საშობაო ზეიმი. ქრისტეშობის სულისკვეთებით გაფორმებული დარბაზი,      ანგელოზების  ხარების, ასევე მწყემსებისა და მოგვთა თაყვანისცემის  სცენებმა ყველა  გადაიყვანა იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა სახარების მოწმობა იესო ქრისტეს დაბადების შესახებ. ღონისძიების დაწყებამდე დამსწრეებს მიესალმა ალექსანდრე მანთაშევის სახელობის   კულტურის ცენტრის დირექტორი სონა ჰოვანისიანი და ყველას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.

შემდეგ დაიწყო დღესასწაული. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა  წარმოადგინეს ჩვენი მაცხოვრის - იესო ქრისტეს,  სასწაულებრივი შობის ამბავი, ასევე გამოვიდნენ საახალწლო ლექსებით,    მხიარული სიმღერებითა და ცეკვებით. ბავშვების მონაწილეობით ლამაზი ზეიმი დასრულდა კეთილი ამბით  -  "ქრისტე იშვა და მოგვევლინა“.  

ღონისძიების დასასრულს  დამსწრეებს მიულოცა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“  ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების  სულიერმა მოძღვარმა,   ღირსეულმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.    ღირსეულმა მღვდელმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის   კურთხევა, საახალწლო და საშობაო მილოცვა და კეთილი სურვილები.  მამა არარატმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსვლებს, დააფასა პედაგოგთა   გულმოდგინე მუშაობა და უსურვა, რომ დამდეგ წელშიც იმავე   ენერგიით  განაგრძონ საგანმანათლებლო საქმიანობა,   კარგი მუშაობით გაზარდონ  საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა.

და ბოლოს, მოვიდა თოვლის ბაბუა, რომელსაც ელოდნენ ბავშვები, და მათ დაურიგა საახალწლო საჩუქრები.

15625925 15676327 15723380 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)