1geo

fb you od

ალექსანდრე ბაჟბეუკ -მელიქოვის გამოფენა თბილისის ეროვნულ გალერეაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2017 წლის 10 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის  ოთხ დარბაზში წარმოდგენილი იყო ნიჭიერი მხატვრის,  ალექსანდრე  ბაჟბეუკ -მელიქოვის 96 ფერწერული ტილო. ეს არის უნიჭიერესი მხატვრის ნამუშევართა პირველი სერიოზული გამოფენა თბილისში. გამოფენა, რომლის ორგანიზატორი  საქართველოს ეროვნული გალერეა არის,  საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარის,  ნიჭიერი მხატვრის, ირენ ოჰანჯანოვას, პროექტით და კოორდინირებით, მიეძღვნა ალექსანდრე ბაჟბეუკ -მელიქოვის  დაბადებიდან 125    და გარდაცვალების 50 წლისთავს.

დარბაზები სავსე იყო დამთვალიერებლებით.    თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოება  მოსული იყო  მე -20 საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ეთნიკურად სომეხი გენიალური წარმომადგენლის   უნიკალური ტილოების დასათვალიერებლად,  რომლებიც ბრწყინვალედ ასახავდა    თბილისის მკვიდრი, ეროვნებით სომეხი  მოქალაქის შემოქმედებით გზას.  ალექსანდრე ბაჟბეუკ -მელიქოვი  თანდათან ამდიდრებს პალიტრას სინათლით, ფერით, აღწევს მოოქროსფრო ბრწყინვალე ფერებს.  

ორიგინალური მხატვრულობით და გემოვნებით გამოირჩეოდა მისი შექმნილი ქალთა  პორტრეტები.

ბაჟბეუკ მელიქოვის  ხელოვნება სერიოზული საფუძველი გახდა   ახალი და უახლესი ფერწერის განვითარებისათვის.

ეს გამოფენა შემოიფარგლა  კლასიკოსი  მხატვრის მხოლოდ საქართველოში დაცული   იმ ნამუშევრებით,  რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნული  მუზეუმის (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის),  გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებსა და კერძო კოლექციებში.  

ალექსანდრე   ბაჟბეუკ-მელიქოვის    ხელოვნების თაყვანისმცემლებს და დამფასებლებს  ერთხელ კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა განეცადათ დიდი მხატვრის ფერწერის ხიბლი, ჩაღრმავდებულიყვნენ მის  უნიკალურ  გემოვნებაში, რომელიც გამოირჩეოდა  უნიკალური ოსტატობით, მხატვრული სტილის უჩვეულო ცოდნით და   ისტორიული ეტაპების ღრმა ცოდნით.   

გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოება,  საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, ინტელიგენციის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ხელოვნების წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები,   გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის  გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც ხაზი    გაუსვა სომხურ-ქართული  კულტურის   განვითარებას, ურთიერთკავშირებს და  ჰარმონიზაციას, გენერალურმა დირექტორმა დააფასა    ალექსანდრე  ბაჟბეუკ -მელიქოვის     ხელოვნება,   ის ფაქტი, რომ ის იყო ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ავთანდილ ვარაზის, მოსე თოიძის,  ილია და კირილე ზდანევიჩების   თანამედროვე და კოლეგა, რომლებმაც     უნიკალური ნამუშევრებით ქართული ხელოვნება წარუდგინეს მსოფლიოს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,   მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის კურთხევის სიტყვაში ხაზი გაუსვა ფერების უნიკალურობას  და განწყობათა  რეპროდუქციის ოსტატობას,  ორი ქრისტიანი  ერების   კულტურათა გაერთიანებას, ჰარმონიას, ერთ საერთო ხელოვნებად წარმოდგენას, რისი მოწმობაა წარმოდგენილი გამოფენა.    

პროექტის ავტორმა,  კოორდინატორმა და დამკვირვებელმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, ირენ ოჰანჯანოვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,   საქართველოს ეროვნული მუზეუმსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიას, პროექტის განხორცილების მხარდაჭერისათვის.    პროექტის ხელმძღვანელმა მადლიერების სიტყვით მიმართა პროექტის დამკვირვებელ  ჟანა სარუხანოვას და ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძეს, მხარდაჭერისათვის.   

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე  ბაჟბეუკ -მელიქოვის    ნამუშევართა გამოფენა თბილისში გაგრძელდება   2017 წლის 24 თებერვლამდე.

2 3 4 5

DSC09674 DSC09689 DSC09691 DSC09697