1geo

fb you od

“უცნობი ცნობილის შესახებ ... “ სლაიდ-შოუს გამოყენებით მორიგი მოხსენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-1 

2017 წლის 22 იანვარს, ცნობილი მინიატურისტი გოჰარ ჰაკობიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოვიდა, სლაიდ-შოუს გამოყენებით, მორიგი მოხსენებით, ციკლიდან „უცნობი ცნობილის შესახებ“. მოხსენებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უეცრად გარდაცვლილი ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას.  

წმინდა ადგილების,  ციხე-სიმაგრეების შემსწავლელმა გოჰარ ჰაკობიანმა სომხეთის მთიანეთსა და არაგაწის მთას უწოდა შუქურა, რომელიც იზიდავს სომეხ ადამიანს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს ის დამკვიდრებული. ღონისძიების წამყვანმა სათითაოდ წარმოადგინა ამ რეგიონის ისტორიული ძეგლები და წმინდა ადგილები, ისაუბრა მათ ისტორიაზე, მნიშვნელობასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მისი მოხსენება მოიცავდა სიუნიქის, ვაიოც ძორისა და არაგაწოტნის რეგიონებს.  

მომხსენებელი განსაკუთრებით შეეხო ჩვენამდე მოღწეულ მეათე-მეცამეტე საუკუნეების ძეგლებს.

საინტერესო იყო ვაჰრამ ფაჰლავუნის   აგებული ამბერდის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის   (მე -11 საუკუნე), მამახათუნის   აშენებული „ტეღერის“ მონასტრის    (მე -13 საუკუნე), „ჰოვჰანნავანქ“ სომხური სამონასტრო კომპლექსის  (5-13-ე საუკუნეები), კეჩარისის სამონასტრო კომპლექსის   (11-13-ე საუკუნეები), ჰაღარწინის სამონასტრო კომპლექსის (10-13-ე საუკუნეები), მხითარ გოშის   აშენებული და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელით წოდებული გოშავანქის    (მე -12 საუკუნე), სიუნიქის თავადის ქალის, სოფიას, მხარდაჭერით აშენებული შუა საუკუნეების საეკლესიო კომპლექსის გნდევანქის  (მე -10 საუკუნე ) შესახებ ისტორიები.

თავის ინტერპრეტაციებში მომხსენებელმა ისაუბრა ისტორიული ძეგლების სულიერ, საგანმანათლებლო და თავდაცვით მნიშვნელობაზე, ვაჩუთიანების, ფაჰლავუნების, სიუნიქის მთავართ მთავრის საგვარეულოს შესახებ, წარმოადგინა   ეკლესია-მონასტრების  არქიტექტურული სტილი, ისტორიული ბედი, აღწერა  გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული მნიშვნელობა, გაშიფრა   თითოეული ძეგლის სახელწოდება.

გოჰარ ჰაკობიანმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო  შეკითხვებს.

ღონისძიების დასასრულს    კურთხევისა და შეფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა გოჰარ ჰაკობიანის სიყვარულს დედა სამშობლოს  ისტორიის,  სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი, ხაზი გაუსვა შესწავლილის დამსწრეთათვის გადაცემის  მისწრაფებას, მოუწოდა, რომ   იგივე ენთუზიაზმით გააგრძელოს საუბარი ცნობილთა უცნობ ისტორიებზე, მაგრამ  შეზღუდოს მისაწოდებელი მასალის მოცულობა, მსმენელის  მეხსიერებაში მასალის აღსაბეჭდად.

სლაიდ-შოუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე.

1 2 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)