1geo

fb you od

მსოფლიო რელიგიების გაცნობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-1 

2017 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, გაიმართა სომხური რელიგიის ისტორიის წრის (ხელმძღვანელი:   რიმა საჰაკიანი) მორიგი საჩვენებელი გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო რელიგიათა ისტორიას, აღმსარებლობებსა და მათ გავრცელების არეალს.

„რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრის  უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა -  ლილით მკრტჩიანმა, ანაჰიტ ხაჩატრიანმა, რიმა  გრიგორიანმა, ალედა და ვარდითერ   ხაჩატრიანებმა,  გრიგორ ეზაინმა, გიორგი და ანი ანტონიანებმა  და ფარიდა თაზაიანმა   დეტალურად წარმოადგინეს ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი, მდიდარი ვიდეო მასალით წარმოაჩინეს ზემოაღნიშნული რელიგიების მიმდევარი ქვეყნების -   სომხეთის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებისა და იაპონიის კულტურა, ცხოვრების სტილი, ეროვნული და რელიგიური ტრადიციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრის აღსაზრდელები, პედაგოგები და მშობლები. ღონისძიება     ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. "რაფაელ ჯავახ" ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟორა სნხჩიანმა,  და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის რაიონის სომხების   სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა, მაღალი შეფასება მისცეს წრის შესრულებულ სამუშაოს, ხაზი გაუსვეს    ტოლერანტობის, შემეცნებისა და ცნობიერების გაფართოების მიმართულებას, რასაც მეცადინეობებში მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის წრე. ქება დაიმსახურეს ორგანიზატორმა მასწავლებელმა და წრის წევრებმა, ასევე მისცეს საჭირო რჩევები, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისას, შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.

1 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)