1geo

fb you od

წიგნის ჩუქების ტრადიცია ყოველთა სომეხთა პოეტის დაბადების დღეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16836403 

19 თებერვალი ყოველთა სომეხთა პოეტის,  ოვანეს თუმანიანის, დაბადების დღეა.

თბილისელ სომხებში ტრადიციადაა ქცეული ამ   ღირსშესანიშნავ დღეს სომეხ მწერალთა და  საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში მისვლა, საკმევლის კმევა და ერის დიდებული შვილების საფლავების ყვავილებით შემკობა.

2017 წლის 19 თებერვალს, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, თბილისელი სომხები, დიდ-პატარა, გაემართნენ სომეხ დიდებულთა პანთეონისკენ, სადაც განისვენებს დიდი ლორელი. ეს სომხური სათვისტომოს დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა დიდი ხალხური პოეტის ხსოვნის წინაშე.  თბილისელმა სომხებმა, რომელთა შორის იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები, ჟურნალისტები, ლიტერატურის, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები, ყვავილებით შეამკეს დიდი პოეტისა და ერის სხვა ღირსეული შვილების   საფლავები.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის წესი. 

ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, ლევონ ჩიდილიანმა, მიმართა დამსწრეებს და ხაზი გაუსვა სომეხთა პანთეონში დაკრძალული სომეხი დიდებულების ხსოვნის სიწმინდით შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის თბილისელი სომხების მოვალეობას. ოვანეს თუმანიანის   პატრიოტული, ეროვნული, ხალხური, სიკეთისა და მშვენიერის გამარჯვებისადმი მიძღვნილი   გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ნაწარმოებების, მათი გამოხატული იდეების, აღმზრდელობითი და ყოველთვის    აქტუალური სიბრძნის შესახებ ისაუბრეს თუმანიანის საფლავთან სიტყვით გამომსვლელებმა: ერევნიდან ჩამოსულმა  ცნობილმა მხატვარმა  მაის მხითარიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, ჟურნალისტებმა არტემ კირაკოზოვმა, სუსანა ხაჩატრიანმა,   პოეტებმა და  მთარგმნელებმა მიხაილ ანანოვმა, გარი ღალამქაროვმა, მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ, ქართველმა პოეტმა ლევან ცალუღელაშვილმა, პედაგოგმა მანანა კარაპეტიანმა და სხვებმა.

დიდი პოეტის  ლექსებიდან, პოემებიდან და ტაეპებიდან ლამაზი ნაწყვეტების მშვენიერი და ამაღელვებელი  დეკლამაციით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარე“   საკვირაო სკოლის მასწავლებელი როზა ზორაბიანი.

ცერემონიის დასასრულს დამსწრეებს სიტყვით მიმართა მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა, ყველას მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ თუმანიანისა და პანთეონში დაკრძალულ სხვა დიდებულთა ხსოვნა და პატივისცემა   და სიამაყე ამ ეროვნული ინსტიტუტის მიმართ. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა დიდი პოეტის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, სომეხთათვის საშინელ დღეებში   სომეხი ობლების პატრონობისა და მხარდაჭერის მის პატრიოტულ მისიაზე, ასევე    სომეხი და ქართველი ხალხების   ძმობისა  და მეგობრობის გაღრმავებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.

წლების წინ, ცხონებული ლევონ ანანიანის ინიციატივით,  ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს წიგნის ჩუქების აქცია მოეწყო. თბილისელ სომხებს შორის აღნიშნული იდეა გაავრცელა და დაამკვიდრა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა,  ოვანეს თუმანიანის საფლავთან   უამრავი წიგნი დარიგდა ანაჰიტ ბოსტანჯიანის ქალიშვილების - მარინასა და გაიანეს მიერ, ძირითადად ანაჰიტ ბოსტანჯიანის ნაწარმოებები,    თარგმანები და მისი რედაქტირებით გამოცემული წიგნები.   

წიგნების ჩუქების    აქცია კვლავ იქცა წიგნისა და კითხვის სიყვარულის, წიგნის ჩუქების მოწოდებად.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)