1geo

fb you od

ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 313412014 წლის 31 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში წლის ბოლო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, 26113793 2ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის   ლოცვა-კურთხევით, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და ყველა სომხურ ეკლესიაში საახალწლო მადლიერების ცერემონიის შემდეგ სრულდება    26113793ბროწეულის კურთხევის ცერემონიალი, რომლითაც სრულდება ძველი  წელი და იწყება ახალი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში  საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვრის თაოსნობით,   სასულიერო დასის ყველა წევრის მონაწილეობით და მორწმუნე   მრევლის თანდასწრებით  გაიმართა ღვთისმსახურება და  მადლიერების ცერემონია.    IMG 3134

სასულიერო ცერემონიის შემდეგ, მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა   მიმართა   მორწმუნეებს და გადასცა   ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის   კურთხევა და ისაუბრა ბროწეულის კურთხევის საიდუმლოზე, განმარტა, რომ სომხური გადმოცემის თანახმად, ბროწეული, როგორც     ეროვნული  სიმბოლო, ატარებს სიცოცხლის, აყვავების  და სიუხვის შინაარსს. წინამძღვარმა ასევე განმარტა, რომ ქრისტიანულ სიმბოლიკაში 26113793 3ბროწეული არის  იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის სიმბოლო, ასევე დასძინა, რომ  ეკლესიის   წევრები  ბროწეულის მარცვლებივით მრავალნი  და   მრავალფეროვანნი არიან, მაგრამ მოქცეულნი არიან ბროწეულის მკვრივ ქერქში, გაერთიანებულნი ერთ ეკლესიაში.26167732

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კურთხევის და დაფასების სიტყვით მიმართა „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის წევრებს, ვისი მეშვეობითაც სამეფო ბროწეულებით იყო მორთული ეკლესიის საკურთხეველი,   შემდეგ სულიერ  მამებთან ერთად აკურთხეს ეკლესიის ჯვრის ნათლიის, იური ერემიანის, და    მორწმუნეთა მოტანილი  ბროწეული, ყველას    მოუწოდა  ყოველწლიურად, ახალი წლის ღამეს,   დაესწრონ სომეხთა  ეკლესიებში ბროწეულის კურთხევის ცერემონიას და მათ მიულოცა დამდეგი ახალი წელი და   შობის დღესასწაული.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მადლიერების ლოცვით და ბროწეულის კურთხევით  დასრულდა წელი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)