1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი საქართველოში ვატიკანის საელჩოს ეწვია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12019 წლის 8 თებერვალს, საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში ვატიკანის ელჩის, არქიეპისკოპოს ხოსე აველინო ბეტენკუორტის მიწვევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ახალგაზრდობის განყოფილების პროგრამების კოორდინატორთან, ნინა სეროპოვასთან ერთად საქართველოში ვატიკანის საელჩოს ეწვია.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, არქიეპისკოპოსმა აველინომ გულთბილად მიიღო მეუფე ვაზგენი, სთხოვა რომ მოკითხვა გადასცეს უწმინდესსა და უნეტარესს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორეს, აღნიშნა, რომ ვატიკანსა და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობები იყო, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საეკლესიო მისიის ერთობლივ ხედვაზეა ფორმულირებული.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ვატიკანის ელჩს მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ როგორც სომხეთში ასევე დიასპორაში მცხოვრები სომხები რომის ფრანცისკე პაპის მიმართ დიდ სიყვარულს იჩენენ, რადგან იგი ობიექტური და შემართებული მოძღვარია, რომელიც ყველა ინსტანციაში იცავს სომეხი ხალხის სიმართლეს და ცივილიზებული სამყაროს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას. ასევე საუბარი შეეხო ქრისტიანული რწმენის ძალას, რომელიც ორი ეკლესიის მიერ შექმნილი სასულიერო კულტურის დიდი სულისჩამდგმელი იყო, რომლითაც საუკუნეების მანძილზე ისწავლებოდნენ და იღზრდებოდნენ ორი ეკლესიის მიმდევრები.
ელჩმა ბეტენკოურტმა აცნობა, რომ საელჩოს მდივანი, მამა მიჰაიტა ბლაჟი ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში და ბრუნდება აფრიკაში, რათა იქ განაგრძოს 51752226დიპლომატიური სამსახური.
მეუფე ვაზგენმა თბილად მოიხსენია მამა მიჰაიტა ბლაჟი, რადგან მასთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ეპარქიის წინამძღვარმა ვატიკანის ელჩს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის თბილი მოკითხვა გადასცა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც ეხება ისტორიული ეკლესიების მესაკუთრეთათვის დაბრუნების საკითხს და ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული საქართველო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ერთგული იქნება და საქართველოს ქრისთიანულ თემებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ ტაძრებს ოფიციალურად დაუბრუნებს.
შეხვედრაზე სიყვარული და პატივისცემა სუფევდა.
შეხვედრის დასასრულს ვატიკანის ელჩმა წარადგინა საელჩოს შენობა და მეუფე ვაზგენს აცნობა, რომ წმინდა მაგიდა და  პიუპიტრები ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის მიერ არის ნაჩუქარი.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ვატიკანის ელჩს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები და სომხეთში დამზადებული ჩირის ასორტი გადასცა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)