სიახლეები
|
2019 წლის 26 თებერვალს სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა სურბ ღევონდიაც მღვდელების დღესასწაული, რასთან დაკავშირებითაც მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში იყვნენ შეკრებილები სომხური ეკლესიის სხვადასხვა თემებში და სტრუქტურებში მომსახურე 230 საეკლესიო პირი. დღესაწაულთან დაკავშირებით მთავარი საკათედროს, სურბ ეჯმიაწნის „ჰრაჩ და სიუზნ თუფაიან“ სომხურ სახლში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით, ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალი. სადღესასწაულო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მსახურები, ეპარქიის წინამძღვარის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით. საუფლო ლოცვის შემდეგ დამსწრეებს მიესალმა მღვდლების კრების ორგანიზატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი. ეპარქიის წინამძღვარმა დღესასწაული მიულოცა უწმინდესსა და უნეტარესს და მთელ სასულიერო დასს, აღნიშნა რომ წმ. ღევონდიაც დღესასწაული შესაძლებლობას იძლევა ყველამ მიიღოს შთაგონება მათი მაგალითით, გაიხარონ მიღწევებით და წარმატებებით და დამუხტონ მთავარი საკათედრო მაცოცხლებელი სულით. შემდეგ გაიმართა ტრადიციული დაჯილდოება. სომხურ ეკლესიაში მრავლწლიანი ერთგული და ეფექტიანი მსახურებისა და დამსახურებისთვის, უზენაესმა ეპისკოპოსმა არქეპისკოპოსის წოდება მიანიჭა არმავირის თემის წინამძღვარს, ეპისკოპოს სიონ ადამიანს, შირაკის ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანსა და სამხრეთ რუსეთის სომხური ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს მოვსეს მოვსისიანს. საღმდლო სამკერდე ჯვრის ტარების უფლება დაიმსახურეს სხვადასხვა თემებში მომსახურე რიგმა დამსახურებულმა მღვდლებმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის განცხადების წინამძღოლობით, სამკერდე ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის რაიონის განძის სურბ კარაპეტ ეკლესიის სულიერ მწყემსს, მღვდელ გევორგ ასატრიანს, ახალქალაქის ეკლესიის სულიერი მწყემსის მოადგილეს მღვდელ ნარეკ ტიგრანიანს, და თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის სულიერი მწყემსის მოადგილეს მღვდელ კირაკოს სიმონიანს. დაჯილდოების დასასრულს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სასულიერო დასს უბოძა თავისი კურთხევა და სამამთავრო ანდერძი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნეებისა და ოფიციალური პირების სახელით ვულოცავთ ყველა დაჯილდოებულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდლებს ვუსურვებთ ღვთის მცნებებით სავსე სულიერ მსახურებას.
|