2019 წლის 28 თებერვალს, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა სრბოც ვარდანანც მხედართმთავრებისა და 1036 მოწმის ხსენების დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჩატარდა წმინდა ლიტურგია. წმინდა ცერემონიალს ესწრებოდნენ სრ საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური ინტელიგენცია, მორწმუნეები. თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, ეპარქის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით, წმინდა და უკვდავი ლიტურგია ჩაატარა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მწყემსის მოადგილემ, მღვდელამა ვირაპ ღაზარიანმა. მწირველმა მღვდელმა და სულიერმა მსახურებმა ლოცვა აღავლინეს საკათედრო ტაძრის საკურთხეველში, რომელიც ატარებს სრბოც ვარდანანცის სახელს. წმინდა ლიტურგიის დროს იქადაგეს გმირი სარდლების და მათი თანამებრძოლების შესახებ და შეაფასეს პატრიოტიზმის, სულის გამბედაობის და რწმენისადმი ერთგულების სათნოებები, რასაც ასახიერებდნენ დიდი მხედართმთავარი ვარდანი და მისი თანამებრძოლნი. მწირველმა მღვდელმა მოუწოდა მორწმუნეებს, რომ დარჩნენ ერთგულნი სრბოც ვარდანანცის ხსოვნის და მისი მემკვიდრეობის. შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით ჩატარდა სულის სიმშვიდის პარაკლისი: «Վասն համօրէն ննջեցելոց ազգիս հայոց». სრბოც ვარდანანც დღესასწაული ასევე არის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელდების დღე. ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით ჩატარდა პატრიარქალური ლოცვა-კურთხევა, ერთიანი ლოცვა აღავლინეს ყოველთა სომეხთა კათოლიკობის სიმტკიცისა და უზენაესი ეპისკოპოსის დღეგრძელობისთვის. წმინდა ლიტურგიას შეუერთდნენ ასევე სრ ტავუშის მარზის სოფელ ბრდავანის მომლოცველები, ადგილობრივი მღვდლის, სმბატ აბრაჰამიანისა და სოფლის თავკაცის, სმბატ მუღდოსიანის თავმჯდომარეობით. მომლოცველების, ბერდავანის კულტურის ცენტრის მოწაფეებისა და მორწმუნეების დალოცვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მიუბრუნდა სულისკვეთების ძალით თავისუფლების მიღწევის, სამშობლოს დაცვისა და რწმენისადმი ერთგულებისთვის სომეხი ერის გამარჯვებებს და ვარდანანც ჯარისკაცების საქმის გამგრძელებლები უწოდა სოფელ ბერდავანიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც არამარტო გმირულად იცავენ სამშობლოს საზღვრებს, არამეტ ინარჩუნებენ და ანვითარებენ კულტურას. ეპარქიის წინამძღვარმა ყველა ვარდანს მიულოცა თავიანთი სახელდების დღე და დამსწრეები მიიპატიჟა ბერდავანის მოწაფეების კონცერტზე. თბილისში ვარდანანცის დღე სოფელ ბერდავანის კულტურის ცენტრის (დირექტორი: სამველ სევილიან) მოწაფეების ძალისხმევით გახდა ნამდვილი დღესასწაული, რადგან მიუხედავად ცივი ამინდისა, ბავშვებმა თავიანთი სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებით, ძლევამოსილი წრე შემორტყმული ცეკვებით გარემო აავსეს პატრიოტიზმის, ერის სიყვარულის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობისა და რწმენის მტკიცე გრძნობებით. კონცერტის ბოლოს საკათედროს მიერ ჩატარდა გამასპნძლება, რომლის შემდეგ ტავუშელი სტუმრები ეწვივნე სომეხთა პანთეონს და ქედი მოიხარეს ჰოვჰანნეს თუმანიანის სასაფლაოზე.
|