1geo

fb you od

თბილისში სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor12019 წლის 28 თებერვალს, სრულიად სომხობამ სუმგაითში მომხდარი საშინელი დანაშაულის მსხვერბლები გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მოსულები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადონიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, დიპლომატები, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ინტელიგენცია და თბილისის სომეხთა სათვისტომოს წევრები.
სუმგაითის  ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა A1ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ისაუბრა 1988 წ. სუმგაითში, კიროვაბადში (1998 წ. ნოემბერი), ბაქოში (1990 წ. იანვარი), მარაღაში (1992 წ. აპრილი), მომხდარ სომეხთა ხოცვზე და ამ ხოცვის მსხვერპლ უდანაშაულო ხალხზე. მეუფემ დაგმო ყველანაირი დანაშაული, რომელიც პიროვნების ეროვნული კუთვნილებისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლით გამოიხატება. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის ურყევ ნებას, გმირი შვილების სიმამაცეს, რომელთა წყალობითაც სამშობლო განაგრძობს განვითარებას, სომხური ეკლესია რჩება მტკიცედ და ვითარდება ეროვნული ფასეულობები.
ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით არმენოფობიის უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისთვის 53075021პანაშვიდი იქნა გადახდილი.
სუმგაითის  მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან გაგრძელდა. სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რუბენ სადოიანმა, დაგმო სუმგაითში მომხდარი გენოციდი, თბილისელ სომხებს მოუწოდა, რომ არ წამოეგონ პროვოკაციას, ერთობლივად იცხოვრონ და მათი ეროვნული ტიპის შენარჩუნებით ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში.
საშინელი დანაშაულის დამგმობი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვან ბაიბურთიანი და ა/ო  „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს პრეზიდენტი -სამველ მკრტჩიანი.
დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს გენოციდის მსხვერპლთა ხაჩქარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)