2019 წლის 27 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზში შედგა შეხვედრა თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მოსამზადებელი კურსის სტუდენტებთან, რომლებიც 1+4 პროგრამით სწავლობენ. შეხვედრის ინიციატორი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება. განყოფილების დირექტორი, ვალერი ბადალიანი მიესალმა დამსწრეებს, გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მისი ყოვლადუსამღვდლოესობა ეპისკოპოს, ვაზგენ მირზახანიანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, დააფიქსირა ის ყურადღება და მხარდაჭერა, რომელსაც იჩენს ეპარქია სტუდენტების მიმართ, რომლებიც სწავლებენ თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. განყოფილების დირექტორმა დააფასა თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სოციალური პოლიტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტების: ჰარუთიუნ მალხასიანისა და სტეფან ევაჯიანის ინიციატივით ორგანიზებული ნებაყოფლობითი დამატებითი სასწავლო კურსები, რომელიც უკვე სამი წელია ზედიზედ ტარდება. საწავლო კურსების დადებითი მიზნებიდან და სტუდენტების მიერ ნაჩვენები აქტიურობიდან გამომდინარე, გამომსვლელმა აღნიშნა, რომ სასწავლო კურესბი ჩატარდება როგორც „ჰაიარტუნ“, ასევე „ვაზგენ I ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი“-ის სახელობის ცენტრში. სასწავლო კურსის პროგრამაში გათვალისწინებულია მათემატიკის სემინარები, რომელიც დაეხმარება მომავალ პროგრამისტებსა და ეკონომისტებს. ყოველ შაბათს ჩატარდება პროფესიულ ინფორმაციული შეხვედრები, რის შედეგადაც 1+4 პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მზად იქნებიან პირველ კურსზე გადასავლისა და პროფესიული საგნების ქართულ ენაზე ჩაბარებისთვის. გაგრძელდაება სამუშაოების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას სასწავლო კურსები სამოქალაქო აღზრდაში და ზოგად უნარებში. მომდევნო დღეს, 28 მარტს, ეპარქიის ცენტრში: „ვაზგენ I ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი“, შედგა პირველი მეცადინეობა. სასწავლო კურსების გარდა იგეგმება სხვადასხვა სახის შეხვედრები, ფილმის ყურება, თემების განხილვა, თამაში-შეჯიბრებები, ვიქტორინები და სხვა.
|