თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში შედგა შეხვედრა სომეხ არასომხურენოვან შემოქმედებთან |
„არასომხურენოვანი, მაგრამ არა უცხოური სომეხი შემოქმედები“, - ასე ეწოდება თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში 11 თებერვალს გამართულ ლიტერატურულ საღამოს, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრი, საქართველოში
სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირთან, „კამურჯ“ ლიტერატურულ, კულტურულ ორგანიზაცისთან და საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირთან თანამშომლობით. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ალმანახის რედაქტორი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, მხატვარი ჯიოვანი ვეფხვაძე, საქართველოს სომეხი შემოქმედები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. საღამოს წამყვანი გახლდათ პოეტი-მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი. არტემ გრიგორენც (კირაკოზოვ)-შემოქმედმა, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრით თავის თხზულებებში ასახავს ცხოვრებისეულ მოვლენებს, საღამოზე წარსგა თავისი იგავ-არაკებით და ავლაბარში მცხოვრებ სომეხთა ცხოვრების ამსახველი ნოველით - „საქმეს მორჩი, იქეიფე“. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ვალერი ჰუნანენც ჟურნალისტ-მწერლის დრამა „ვიკ-რუილ სამკურნალოს პაციენტი“, რომელიც დიდი კომიტასისადმი მიძღვნილი სომეხი ადამიანის სულის ტკივილისა და მწუხარების გამოხატულებაა. შეკრებილებმა სიამოვნებით მოისმინეს ცნობილი პოეტესის მარინა კირაკოსიან-მოსესოვას პოეზია, რომელიც აღსავსეა სომეხი ხალხის ისტორიის, დღევანდელობის, არცახის მოძრაობისა და შუშის გამარჯვებისადმი მიძღვნილი უამრავი ლექსით. ნამდვილად, სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამსწრეთათვის ახალგაზრდა პოეტის მიქაელ ანანოვის სომხურად წაკითხული ლექსები. დამსწრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა გარი ღალამქაროვის სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილმა ქართულმა ოდამ. არასომხურენოვან მწერლებს მიულოცა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა. უცხო ენაზე შემოქმედი, მაგრამ სულითა და არსებით სომეხი მწერლები დალოცა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღამო სომხური კლასიკური მუსიკის ლამაზი შესრულებებით დაამშვენეს მედუდუკე ვანო მკრტჩიანმა, პიანისტებმა კარენ მირზოიანმა, პაველ ოგანეზოვმა.
|