1geo

fb you od

შედგა სომხური ვირტუალური უნივერსიტეტის თბილისის „ჰაირტუნის“ აუდიტორიის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

395373 166404240143063 455532304 n

26 თებერვალს, თბილისის "ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო მხარდაჭერით გალუსტ გიულბეკიან დარბაზში შედგა სომხური ვირტუალურ უნივერსიტეტის თბილისური აუდიტორიის   პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვირტუალური უნივერსიტეტის სტუდენტები, თემის მოღვაწეები,   სხვადასხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები, დისტანციური სწავლებით დაინტერესებული პირები.

426673 166403976809756 266635843 n

ღონისძიება გახსნა თბილისის ფილიალის სსე კოორდინატორმა რი არაქელოვამ, მან დამსწრეებს გააცნო სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის მოღვაწეობა, რომლის ერთ-ერთი სფერო განათლების სისტემაა და მთელი მსოფლიოს სომეხთათვის სომხურად განათლების მიცემის საშუალება. მან ვიდეოფილმის საშუალებით დამსწრეებს გააცნო სომხური ვირტუალური უნივერსიტეტის სწავლების მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს ყველამ, განურჩევლად ადგილისა და ცოდნის დონის. შემდეგ წარადგინა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიასთან მოქმედი თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში განთავსებული სვუ-ს ახალი აუდიტორია, რომლის გახსნა მოხერხდა სსსკ-ისა და სომხური ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ძალისხმევით, რომელმაც „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახლადაშენებულ შენობაში აუდიტორია გამოუყო სვუ-ს, სსსკ-მა კი ის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და კომპიუტერებით.

ღონისძიების დროს განხორციელდა პირდაპირი ჩართვა სომხური ვირტუალური უნივერსიტეტის ერევნის ოფისთან. შეკრებილებს ახალი აუდიტორია და პროგრამის პრეზენტაცია მიულოცა სვუ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰასმიკ ხალათიანმა, კოორდინატორებმა დალარ ღაზანჩიანმა და არფინე თალაქალიანმა ისაუბრეს სვუ-ს თბილისის აუდიტორიასა და მასწავლებლის-ტრენერის   აშხენ ეროიანის ნაყოფიერი მუშაობისა და მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.  

ვიდეოფილმის ჩვენების შემდეგ თბილისის აუდიტორიის კოორდინატორმა მარი არაქელოვამ უპასუხა დამსწრეთა შეკითვებს და მოუწოდა ყველას გამოიყენონ სომხური ენის, სომეხი ხალხის ისტორიის და კულტურის სწავლის სვუ-ს მოცემული შესაძლებლობა, გაამრავლონ სომხურის სწავლის მსურველთა რიცხვი.

დამსწრეებს დაურიდგათ სვუ-ს ბუკლეტები.