1geo

fb you od

პანაშვიდი უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

7

სომეხთა გენოციდის 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებები სომხურ თემში შედგა   24 აპრილს. უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში   საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით გადახდილიქნა პანაშვიდი.

პანაშვიდი. პანთეონში განთავსებულ მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი გვირგვინით შეამკეს   საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა და საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ   მირზახანიანმა. გვირგვინით შემკობის ცერემონიალს ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საელჩოს პერსონალი, სასულიერო პირები და თემის ორგანიზაციათა   წარმომადგენლები.

 

გლოვის პარაკლისი თბილისის მოქმედ სომხურ ეკლესიებში

 

24 აპრილს თბილისში მოქმედ ორ -   წმინდა გევორგ და წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიებში გადახდილიქნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის   წმინდა პარაკლისი. წმინდა ეჩმიაძინის ეზოში საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის   ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის წინამძღოლობით წარმართულ პარაკლისს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საელჩოს თანამშრომლები, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვა.    

 

მშვიდობიანი მიტინგი თურქეთის საელჩოსთან

 

16

შემდგომ თურქეთის საელჩოს წინ შედგა ორგანიზაციის „საქართველოს სომხური თემი“ ინიციატივით ორგანიზებული მიტინგი - საქართველოსა და სომხეთის დროშებით, პლაკატებით - სომეხთა გენოციდის განკიცხვისა და კომპენსაციის მოთხოვნით. სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდების მონაწილეობით შემდგარი მშვიდობიანი მიტინგის მოთხოვნა იყო გენოციდის აღიარება და მილიონნახევარ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა.

მიტინგში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სასულიერო პირები, თემის სხვადასხვა ორგანიზაციების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, აგრეთვე ჩვენი   თანამემულეების   მხარდასაჭერად მოსული თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ წელს   მეტი იყო მიტინგის მონაწილე სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანთა რიცხვი.

დიდი გენოციდის 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო

 

იმავე საღამოს თბილისის კულტურის ცენტრში „მუზა“, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, „არაი-საქართველო“ და „არაი - სომხეთი“ ორგანიზაციათა მხარდაჭერით და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით შედგა სომეხთა გენოციდის 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. საღამოს დაწყებამდე დამსწრეებს მიმართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა. მან 24 აპრილს უწოდა არა მარტო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, არამედ მსოფლიოს დასანახად სომხეთის რესპუბლიკის განვითარებისა და აყვავების გზაზე მდგომი არცახის ირგვლივ კონსოლიდაციის დღედ. ელჩმა დამსწრეთ მოუწოდა წინაპრების ხსოვნა-მოგონება და მნიშვნელოვნად მიიჩნია გენოციდის უარყოფის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლიანობის აღდგენა და ფალსიფიკაციის უარყოფის სომეხთა მოთხოვნის უფლება.  

ხსოვნის საღამოზე სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ბახის სახელობის კონკურსის ლაურეატის, ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიის პროფესორის ანაჰიტ ნერსისიანის, ერევნის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, ვენის კონსერვატორიის ასპირანტის წოვინარ ამირიანის და პიანისტის ანუშ ბალასანიანის შესრულებით გაიჟღერა ნაწყვეტებმა ბახის, ბეთხოვენის, კომიტასის, ხაჩატურიანის და ბაბაჯანიანის ნაწარმოებებიდან.

24 აპრილი, როგორც ყველგან, საქართველოს სომხურ თემშიც გახდა სომეხი ხალხის იდეოლოგიური ერთიანობის დღე.