1geo

fb you od

ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა დავთიანების ოჯახის თოჯინების თეატრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

480383 232186443564842 1529507135 n

თბილისის ავლაბრის უბანში მდებარე გარი დავთიანის საოჯახო თოჯინების თეატრის თოჯინებმა მათი მფლობელის ჟანა დავთიანის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართეს ბავშვების მიღების კვირეული.

პირველ ივნისს   თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ თბილისის 209- სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები. ეს მათი პირველი სტუმრობა არ იყო

533965 232186513564835 1915116176 n

იყო საყვარელ მასწავლებელთან ნინა ტიგიშვილთან ერთად. თოჯინების თეატრის დიასახლისი ჟანა დავთიანი მათი მიღებისათვის სპეციალურად იყო მომზადებული.

ბავშვებს, რომლებიც ქალბატონ ჟანასა და დამსწრეებს პირველად არ აღფრთოვანებდნენ მათი ჭკვიანი და თავაზიანი ქცევით, ელოდა არა მხოლოდ თოჯინების მხიარული და ლამაზი თამაში, არამედ გართობა და ლამაზი საჩუქრები. ბავშვებისთვის თოჯინების მონაწილეობით წარმოდგენის ჩვენების შემდეგ, ქალბატონი ჟანა მათ გაუმასპინძლდა სხვადასხვა სახის ტკბილეულით და მათი საყვარელი სადღესასწაულო ტორტით, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ პატარები გააბედნიერა   მათი თანატოლების ხელით მომზადებული   საჩუქრებით. საჩუქრები ბავშვებს დაურიგეს "კეთილი სამარიტელი" საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარენ ერიციანმა და ალექსანდრე გრიგორიანმა.