1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდები დიასპორის ლიდერთა საზაფხულო სკოლაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

487706 252646658185487 911953969 n

ლექციები სხვადასხვა თემებზე, ტურები და ექსკურსიები, შეხვედრები და დისკუსიები, ასევე პრაქტიკული მუშაობა - საქმიანობა, რაც საზაფხულო სკოლის ყოველდღიურობას ხდიდა საინტერესოსა და შინაარსიანს.

კონფლიქტები, თანამშრომლობა, ფსიქოლოგია, ლიდერობა, ხელოვნება, საცეკვაო ხელოვნება - თემები, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთშემეცნების ატმოსფეროს შექმნას, სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, შემდგომი კომუნიკაციის ფორმების და საშუალებების დამუშავებას, აღიარებას, განხილულიქნა შესაბამისი სფეროების პროფესიონალ პირთა მიერ. ხელოვნების მრავალფეროვნების, დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ტენდენციებს მიეძღვნა შაჰენ ხაჩატრიანის ლექცია, ეროვნული ცეკვის განვითარების სიახლეები დეტალურად წარადგინა   "კაროტ" ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გაგიკ გინოსიანმა. დიასპორის ლიდერებს   დიდხანს ეხსომებათ შეხვედრები არცახის განთავისუფლების ბრძოლის გმირთან, გენერალ-მაიორ, კომანდოს არკადი ტერ-თადევოსიანთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსთან ვიგენ სარქისიანსა და   სომხეთის დიასპორის მინისტრთან ქალბატონ ჰრანუშ ჰაკობიანთან.

ყოველ ქვეყანას აქვს მოღვაწეობის სფეროში თავისი თავისებურებები და სხვადასხვა პრობლემის განხილვაც მიმდინარეობდა ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა პრაქტიკული საათები, რომლებიც იქცეოდა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, გამოცდილების გაზიარების, სამომავლო გეგმებისა და პროგრამების გაკვეთილებად.

ორკვირიანმა სკოლამ ახალგაზრდა ლიდერებს აჩუქა საინტერესო და უნიკალური დღეები. ლექციების გარდა ორგანიზებულიქნა ტურები, ექსკურსიები, ექსპედიციები. საზაფხულო სკოლის მონაწილეების ურთიერთდაახლოების და დამეგობრების  შესაძლებლობა გახდა ექსკურსია სმბატაბერდში, მომლოცველობა ნორავანქში, ეღეგნაძორსა და ხორ ვირაპში, ვიზიტები წიწერნაკაბერდში, ერაბლურსა და თუმო-ცენტრში.

უამრავი ახალი ინფორმაცია, გაცნობა, მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან, ახალი ცოდნა, ნათელი შთაბეჭდილებები, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები - აი ასე აღიბეჭდა დიასპორის სომეხი ლიდერების სკოლაში გატარებული დღეები მის მონაწილეთა მეხსიერებაში.