სონა ვან, შემოქმედებითი საღამო "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში |
3 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა ნიჭიერი პოეტის სონა ვანის შემოქმედებითი საღამო. ოკეანის მიღმა მცხოვრები თანამემამულის პოეზია ხიბლავს არა მხოლოდ სომეხ მკითხველს, მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რვა ენაზე, ქართველი მკითხველისათვის მისი ნაწარმოებები თარგმნეს „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
შორეული ლოს ანჯელესიდან სონა ვანის პოეტური სიტყვა ჩვენამდე აღწევს როგორც სინათლის პოეზია, როგორც გაქცევა მარტოობისაგან ხალხისკენ, ვისი ხსნა მათთან ახლოს ყოფნასა და მათთვის სიკეთის მიცემაშია, - ასე წარადგინეს პოეტის შემოქმედება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორებმა დავით გასპარიანმა და რუზანნა არისტაკესიანმა. საღამო დაამშვენეს ლექსებისა და სიმღერების ლამაზმა შესრულებებმა. დასასრულს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სონა ვანს უწოდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგან, ვინც ხშირად ამახვილებს ყურადღებას ბიბლიურ თემებზე და ეს მომდინარეობს პოეტის სულის ღვთაებრივი ბუნებიდან, რომელიც აერთიანებს ცასა და მიწას. |