1geo

fb you od

ბათუმის "აღბიურ" ბავშვთა გუნდის კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

280998 281928935257259 1280654114 o

საქართველოს სომეხთა  სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზიში გაიმართა ბათუმის "წმინდა მაცხოვრის" ეკლესიის საბავშვო-ახალგაზრდული გუნდი კონცერტი, რეპერტუარში ჩართული იყო   კომიტასის, მაკარ ეკმალიანის ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები, გუნდს ხელმძღვანელობდა რუზანა ოვანესიანი.

178484 281929305257222 1220943215 o

კონცერტზე საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოში სომეხთა   ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, აჭარის, გურიის და ბათუმის "წმინდა მაცხოვრის" ეკლესიის სულიერ მოძღვარს მამა არარატ გუმბალიანს, საქართველოში სრ საელჩოს წარმომადგენელს ლევონ თორგომიანს, აშშ-დან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეებს   ჰრაჩ და სიუზან თუფაიანებს.  

კონცერტის დასასრულს, კურთხევისა და მადლიერების სიტყვაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ხაზგასმით ისაუბრა ერის გადარჩენის საქმეში სიმღერისა და მუსიკის, და ზოგადად კულტურის როლის შესახებ და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  კულტურის ცენტრების მეშვეობით ჩვენი ხელოვნების განვითარებასა და გავრცელებას. ვაზგენ ეპისკოპოსმა მადლიერების სიტყვებით მიმართა ჰრაჩ და სიუზან თუფაინაებს, რომელთა მხარდაჭერით ვაღარშაპატში მოქმედებს კულტურის ცენტრი თავისი მრავალი ჯგუფებით.

ბათუმის "წმინდა მაცხოვრის" ეკლესია, მამა არარატ გუმბალიანის   პატრიოტული საქმიანობის წყალობით იქცა აჭარაში სომეხური თვითმყოფადობის შენარჩუნების ნამდვილ კერად. ეს კი იმის დასტურია, რომ აჭარაში შენარჩუნებულია და ვითარდება სომხურ ეკლესია და სომხური სულისკვეთება.

დასასრულს წინამძღვარმა ბავშვებს დაურიგა ნაკურთხი ჯვრები.