პროზაული სიმღერები თბილისის შესახებ |
28 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში სტუმრობდნენ თბილისის მრავალეთნიკური მოსახლეობის წარმომადგენლები. მათ სიყვარული და ერთგულება გამოუხატეს ქალაქს, რომლის ნამდვილი მოქალაქეებიც არიან. საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი გახლდათ საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი. შეხვედრა მიეძღვნა "წიგნით გადმოცემული"
"პროზაული ლექსები თბილისზე" წიგნ-ესეს პრეზენტაციას. საღამოს მთავარი გმირი აღნიშნული წიგნის ავტორი, რეჟისორი, თეატრის კრიტიკოსი, სცენარისტი, საქართველოს ტელევიზიის ვეტერანი მიქაელ გიჟიმკრელია, რომლის მიზანი ესეების საშუალებით თაობათა მეხსიერებაში იმ თვისებების შენარჩუნება იყო, რომლებიც მხოლოდ ამ ქალაქის მოსახლეობას ახასაიათებს. თბილისელობა, რა თქმა უნდა, არ არის პროფესია, მაგრამ ის გარკვეული სახის მომსახურებაა, იმ ქალაქის სამსახური, სადაც იციან სიყვარული, მეგობრობა, ცხოვრებით დატკბობა, და, რაც მთავარია, სხვისი ტკივილის და ტანჯვის გაზიარება. არ იყო უყურადღებო, შეინარჩუნო ღირსება, შეძლო მოსმენა და გაგება, ილტვოდე საზოგადოსკენ, აი ასეთ თემებს შეეხო საღამოს ყველა გამომსვლელი. საღამოს წამყვანმა არტემ კირაკოზოვმა მადლობა მოახსენა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, წიგნის გამოცემის ინიციატორებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა და მონაწილეობა მიიღო ესსე-წიგნის შექმნასა და მიქაელ გიჟიმკრელთან შეხვედრის ორგანიზებაში. საღამო დაამშვენეს ანა პოღოსოვას, რუბენ ვოსკანიანის, ნინა კარაპეტიანის და რომან ბრეგვაძის შესრულებულმა სიმღერებმა. |