1geo

fb you od

წერუნ თორგომიანისა და მკრტიჩ ასლანიანის ხსოვნის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

526361 295542280562591 1278169604 n

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივითა და სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, სომხური ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 25 ნოემბერს შედგა პროზაიკოსების მკრტიჩ ასლანიანისა და წერუნ თორგომიანის ხსოვნის საღამო.

189929 295542260562593 905312098 n

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შახნაზარი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, წერუნ თორგომიანის შვილიშვილი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი.

საღამო გახსნა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ რუბენ თოროსიანმა, რომელმაც წარმოადგინა საქართველოს სომხური ლიტერატურის ცნობილი პირები - მკრტიჩ ასლანიანი და წერუნ თორგომიანი. მწერალ-თარჯიმანმა ანაჰით ბოსტანჯიანმა დეტალურად ისაუბრა მათ შემოქმედებით სამყაროზე, შეჩერდა წერუნ თორგომიანის შემოქმედებაზე, მის ნაწარმოებებზე „მარადიული ცეცხლი“, „ჩემი თავსაფარით“.    გამომსვლელმა   ხაზი გაუსვა წერუნ თორგომიანის გენოციდის თემაზე შექნილ ნაწარმოებებს და იმას, რომ მწერალს კავშირები ჰქონდა ქართველ მწერლებთან, იყო „კამურჯის“ რედკოლეგიის წევრი. ბოლოს კი დაამატა, რომ ცოლ-ქმარი თორგომიანები ყოველთვის მშობლებივით გვერდზე ედგნენ მას და მხარს უჭერდნენ.

საინტერესო და შინაარსიანი იყო პროფესორ ემა ახტიანის მოხსენება მკრტიჩ ასლანიანის შემოქმედებით სამყაროზე, ლიტმცოდნემ ისაუბრა ასლანიანის ნაწარმოებებზე "აშხენ სათიანი“, "ბედნიერების ბილიკით" და სხვა, რომელთა მთავარი გმირი ადამიანია - თავისი ცხოვრებითა და ყოველდღიური  პრობლემებით.

მკრტიჩ ასლანიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა აგრეთვე საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ მიქაელ გრიგორიანმა და აღნიშნა საქართველოს რადიოს სომხური გადაცემების ისტორიაში მის შეტანილ   წვლილზე და მისი წყალობით რადიოს ოქროს ფონდში დღემდე შენარჩუნებულ უნიკალურ ჩანაწერებზე.

გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანი ინიციატივით გამოვიდა -   2013 წელს გაზეთ „ვრასტანში“გამოქვეყნდეს სერია, რუბრიკით „ჩვენი წარსულის დიდი მოღვაწენი“.

დასასრულს დამსწრეები აკურთხა და ორგანიზატორებს ასეთი ღონისძიებების ხშირად   ჩატარება მოუწოდა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.