თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მირქმის დრესასწაულის წინა დღეს აკურთხეს ახალდაქორწინებულები |
სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესია 14 თებერვალს ზეიმობს მირქმას, ანუ 40 დღიანი იესოს ტაძრისთვის ბოძებას. 13 თებერვალს, დღესასწაულის წინა დღეს, თბილისის ავლაბრის წმიდა ეჯმიაწინში საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა წინასადღესასწაულო წირვა. სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და სასულიერო პირები, მორწმუნეთა თანხლებით, ეკლესიაში აღებული ცეცხლით მიემართნენ ეკლესიის ეზოში, სადაც დაენთო ტრადიციული კოცონი - ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ. ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით უკვე რამოდენიმე წელია 14 თებერვალი გამოცხადებულია ახალდაქორწინებულების და ოჯახის კურთხევის დღედ და ეკლესიებში ტარდება ახალდაქორწინებულთა კურთხევა. სადღესასწაულო კოცონი დაენთო და ახალდაქორწინებული წყვილები აკურთხეს საქართველოში მოქმედ 46 ეკლესიაში. |