დიაკვანი გევორგ ანტონიანი - საქართველოში „კეთილ სამარიელთა“ ორგანიზაციის საუკეთესო მასწავლებელი |
2 მარტს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრს ეწვივნენ საქართველოში „კეთილი სამარიელთა“ ორგანიზაციის კოორდინატორი მერაბ ორაგველიძე, ვიცეკოორდინატორი კარენ ერიციანი, ქრისტიანული აღზრდის სწავლების კოორდინატორი ხათუნა წკრიალაშვილი, ეკლესიათა კონსოლიდაციის საქმიანობის კოორდინატორი გულიკო კოშკელი. საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორმა წარადგინა საქართველოს სომეხთა
ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის სულიერი ინსტრუქტორი გევორგ ანტონიანის საქართველოში „კეთილი სამარიელთა“ ორგანიზაციის საუკეთესო მასწავლებლად ცნობის განკარგულება და საზეიმოდ მას გადასცა ორგანიზაციის მადლობის წერილი, წიგნაკი და პერსონალური კომპიუტერი.
|