ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში |
10 მარტს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში შედგა ნიჭიერი შემსრულებლის, არაერთი კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილის ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს. ანა პოღოსოვა ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმღერის, ცეკვისა და მუსიკისადმი მიდრეკილებით. ექვსი წლის ასაკიდან დადიოდა სიმღერასა და ცეკვაზე, აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო ღონისძიებებში, იჩენდა განსაკუთრებულ სიყვარულს სამუსიკო ხელოვნებისადმი.
ხალხმრავალ დარბაზში გაიჟღერა ცნობილმა და საყვარელმა სიმღერებმა როგორც სომხური, ისე ქართვული და უცხოური რეპერტუარიდან, რომლებიც ანამ მიუძღვნა ყველა ქალბატონს. კონცერტის დროს სოლისტის სიმღერები სრულდებოდა ვანო მკრტჩიანის დუდუკისა და პაველ ოგანეზოვის ფორტეპიანოს თანხლებით. სომეხი პოეტების ლექსები მშვენიერად წაიკითხა 104-ე საშუალო სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანმა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ანამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია "იმედის" პროექტში "ნუცა სკოლა", გავიდა ნახევარფინალში, გასული წლის ბოლოს კი ახალგაზრდა მომღერალი გახდა "ჩვენ ვმღერით არნო ბაბაჯანიანის სიმღერებს“ კონკურს - ფესტივალის გამარჯვებული და დაიმსახურა მეოთხე რესპუბლიკური სტუდენტური კონკურს-ფესტივალის გახსნის პატივი. |