1geo

fb you od

შეხვედრა სომხურ სკაუტური ბანაკის პასუხისმგებლებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

539029 356300124486806 161266824 n

2 აპრილს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ლიბანანის ახალგაზრდული საზოგადოების პასუხისმგებლისა და სკაუტური ბანაკის პასუხისმგებლის გევორგ სანთურიანის შეხვედრა საქართველოს სომეხ ახალგაზრდებთან.

547445 356299961153489 1973462021 n

ბატონმა სანთურიანმა, რომელიც 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს სომხური სკაუტური ბანაკის დასვენების სამუშაოებს, ვიდეომასალის მეშვეობით შეკრებილებს წარმოუდგინა ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება, სომხეთის ღირსშესანიშნავ ადგილებში განხორციელებული მომლოცველობა, ვიზიტები გიუმრიში, ჰოვანეს შირაზის სახლ- მუზეუმში, მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინში და უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მისალმება სომხური სკაუტური ბანაკის მონაწილეებს.

სკაუტური ბანაკის გამოცდილმა ლიდერმა ასევე ისაუბრა გასულ წელს საქართველოდან, განსაკუთრებით თბილისიდან სკაუტურ ბანაკში სომეხი ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავის გამოსვლაში მიესალმა სსსკ და საკ ინიციატივით მოქმედ სკაუტთა საზაფხულო ბანაკში საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ჩართვის წინადადებას, წაახალისა ახალგაზრდები -აუცილებლად შეუერთდნენ და 14-დღიანი საზაფხულო დასვენება გაატარონ დიასპორის ახალგაზრდებთან ერთად კარვების ბანაკში.

შემდეგ ისაუბრეს გასულ წელს თბილისიდან სკაუტთა ბანაკში მონაწილე ჰოვანეს შაჰნაზარიანმა და მარიანა ხაჩატუროვამ.

სკაუტური ბანაკის პასუხისმგებელმა გევორგ სანთურიანმა უპასუხა ახალგაზრდებისა და მათი მშობლების შეკითხვებს.