1geo

fb you od

14 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა მომღერალ სარიბეკ (სარ) სარგსიანის პირველი CD-ის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

11817 362145790568906 365837245 n

14 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა მომღერალ სარიბეკ (სარ) სარგსიანის პირველი CD-ის პრეზენტაცია. წარმოშობით არცახელი სარიბეკ სარგსიანი ცნობილი სახეა თბილისელ მუსიკის მოყვარულთათვის. რვა წლის წინ თბილისში მცხოვრებმა გევორგიანების ოჯახმა თბილისის სურბ გევოეგ ეკლესიაში მონათლა იგი, და არცახელი სარგსიანების ოჯახი განუყრელი კავშირები დაკავშირა არა მხოლოდ გევორგიანების ოჯახთან, არამედ თბილისის საზოგადოებასთან, ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ ახალგაზრდა ბარიტონმა პირველი CD-ის - "ნოსტალგიის", პრეზენტაციის ადგილად შეარჩია საქართველოს დედაქალაქი.

სარიბეკ (სარ) სარგსიანის CD-ის - "ნოსტალგიის" პრეზენტაციას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მუსიკის მოყვარულები, სარიბეკ სარგსიანის საშემსრულებლო ოსტატობის დამფასებლები.

პრეზენტაციის წამყვანმა მიქაელ ავაგიანმა დამსწრეებს წარუდგინა ნიჭიერი მომღერლის შემოქმედებითი გზა. სარიბეკ სარგსიანი დაიბადა არცახის ქალაქ ჰადრუთში, დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო არცახში, შემდეგ დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება, ხოლო 2008 წელს, ასპირანტურა. მომღერლი კონცერტებს მართავს აკადემიურ და საესტრადო ჟანრებში. კონცერტებით გამოდის არცახში, სომხეთში, საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში.

სარიბეკ სარგსიანს პირველი CD-ის გამოშვებასთან დაკავშირებით მიულოცა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ, მას უსურვა ახალი მწვერვალების დაპყრობა. ახალგაზრდა მუსიკოსის მუსიკალურ უნარებზე საუბრისას გამომსვლელებმა -მუსიკათმცოდნე აიდა მესროპიანმა, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა სარიბეკ სარსიანი შეაფასეს როგორც პერსპექტიული და დიდი მომავლის მქონე მუსიკოსი. გამომსვლელებმა დაადასტურეს გალინა ვიშნევსკაიას შეფასება და სარიბეკს უწოდეს "არ ყარაბაღის, არამედ სომხეთი ბულბული".

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრენი, სარიბეკ სარგსიანს უწოდა არცახის ჯარისკაცი, ვინც გაიზარდა არცახის ომის ძნელბედობის ჟამს, სისხლსა და ცრემლში, მაგრამ სიმღერა მიიჩნია იმ წამლად, რომელმაც უნდა განკურნოს დაჭრილი სულები, და სარიბეკმა თავი მიძღვნა არცახის გამარჯვების სიმღერის მეშვეობით გავრცელების მისიას. წინამძღვარმა სარიგეკს უსურვა ახალ-ახალი წარმატებები და მოუწოდა მას თავი მიუძღვნას სომხური სიმღერის, სომხური კულტურის განვითარებასა და გავრცელებას.

პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იქნა ვიდეომასალა ახალგაზრდა მომღერლის რეპერტუარიდან, გაიჟღერა სომეხი მუსიკოსების სიმღერებმა ცნობილი მომღერლის შესრულებით.