1geo

fb you od

"მოუშუშებელი ჭრილობა" - ამ რუბრიკით ხსოვნის საღამო გაიმართა თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

601033 369883829795102 1089238158 n

26 აპრილს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში გაიმართა ხსოვნის საღამო, რუბრიკით „მოუშუშებელი ჭრილობა“, სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებათა სერიიდან. სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიების ინიციატორი გახლდათ თბილისის 103-ე საჯარო სკოლა, სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - გაიანე მხითარიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მესამედან მეცხრე კლასის მოსწავლეები.

სიმბოლური იყო, რომ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება გაიმართა ღვთის სახლში - თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, 103-ე სკოლის პედაგოგები, მშობლები, მორწმუნეები.

ლიტერატურული მონტაჟი მიმდინარეობდა სომეხთა მოუშუშებელი ჭრილობის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენებით, რაც გახდა სასტიკი გენოციდის ფაქტობრივი მოწმობა, ასევე ცხადყო იმ საშინელი წლების კატასტროფა.

ღონისძიების დასასრულს, "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა გამოსვლაში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა უდანაშაულო მსხვერპლად ქცეული წინაპრების ხსოვნის წინაშე ქედის მოხრის აუცილებლობას, ვინაიდან გენოციდის ცნობის მოთხოვნა, ასევე გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა კურთხევისა და მადლიერების სიტყვით მიმართა პედაგოგ გაიანე მხითარიანს, ვისი ძალისხმევით თაობები ეცნობიან მათ ისტორიას, ღონისძიებას კი უწოდა გენოციდის ცნობისა და კომპენსირების მოთხოვნა.

სულიერმა მამამ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჩუქა „ბიბლია“, ლევონ ჩიდილიანმა კი ხსოვნის საღამოს მონაწილეებს - „ჰაიარტუნ“ ცენტრის გამოქვეყნებული წიგნები.