1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში გაიხსნა დუდუკის კლასი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

duduq

17 მაისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში შედგა დუდუკის კლასის საზეიმო გახსნა. კლასის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, ეპარქიის სულიერი მსახურნი, "ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის პერსონალი.

პრეზენტაცია “მამაო ჩვენო“-თი და წარმატებების კეთილი სურვილებიგახსნა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა. "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა დამსწრეებს შეახსენა დუდუკის, როგორც სომხური საკრავის, მნიშვნელობა სომეხი ხალხის ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში, მან გაიხსენა დიდი მედუდუკის ლევონ მადოიანის სახელი და ისაუბრა მსოფლიოში ცნობილ მედუდუკე ჯივან გასპარიანზე. ცენტრის დირექტორმა მადლიერების სიტყვებით მიმართა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანსა და სრ დიასპორის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ ცენტრი უზრუნველყოფილია საკრავებით - დუდუკებით, ზურნებითა და დოლებით. შემდეგ გამოვიდა მედუდუკე ვანო მკრტჩიანი, რომელმაც სიამოვნებით იკისრა დუდუკის გაკვეთილების ჩატარების საქმე.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის პასუხისმგებელმა სუსანა ხაჩატრიანმა დამსწრეებს შეახსენა თბილისელი სომეხი ცნობილი მედუდუკე, უდროოდ გარდაცვლილი ოგოსის (ჰოვანეს კასიანი) შესახებ, რომელიც მაღალპროფესიონალური შესრულებების წყალობით მიწვეული იყო და ასწავლიდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიის დუდუკის კლასში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში გაიხსნება დოლის კლასიც.