პირველ ივნისს ჯავახეთში სამმაგი დღესასწაული იყო |
ჯავახეთში საზეიმოდ აღინიშნა გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპიდან გამოსვლის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო და 1918 წლის სათხას საგმირო ბრძოლის დღეები. 1 ივნისს ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში აღევლინა საზეიმო ღვთისმსახურება, მიძღვნილი გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპიდან გამოსვლის დღისადმი. ღვთისმსახურება აღავლინა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. ჯავახეთის საერთო ვიკარიატის წინამძრვარმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული და მოუწოდა ქრისტიანულ რწმენაში ურყევად დარჩენა. ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში ლამაზად გამოვიდნენ"ანი" ანსამბლის აღსაზრდელები, მუსიკალური შესრულებებით გამოვიდა ასევე ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მგალობელთა გუნდი. ვიკარიატს ბავშვებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული, ბავშვებს ეწვივნენ მათი საყვარელი ზღაპრების გმირები და მათ ბედნიერი ღიმილი აჩუქეს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა სურბ ხაჩ ეკლესიის ეზო სავსე იყო ბავშვებით. ჯავახეთის სულიერმა ლიდერმა მამა ბაბგენმა ბავშვებს მიმართა. „ბიბლიიდან ჩვენ ვიცით, თუ რა სითბო და სიყვარული ჰქონდა ჩვენს უფალს - იესო ქრისტეს, ყველა ბავშვის მიმართ. მან ლოცვა აღავლინა ბავშვებისათვის - ჩვენს უფალს სთხოვა ჯანმრთელობა, უმანკო და უზრუნველყოფილი ბავშვობა, ღირსეული და შეგნებული ცხოვრება. ჯავახეთის სოფელ დილისკას ეკლესიაც სავსე იყო ბავშვებით. სოფლის სულიერი მოძღვრის მღვდელ ტიგრან მხითარიანის ინიციატივით და ეკლესიის ჯვრის ნათლიის სპონსორობით, ბავშვებს დაურიგდათ ბუშტები და ნაყინი, უფროსებს - ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის პორტრეტები. ეკლესიაში ლამაზი საცეკვაო ნომრებით გამოვიდა გიუმრის მერიის პიონერთა სასახლის ცეკვის ანსამბლი„ანი“|, სომხეთის დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერით. ასეთი ღონისძიება სოფელ დილისკაში პირველად ჩატარდა. ნინოწმინდის სოფელ სათხაშიც დღე საზეიმო იყო. სოფლის ეკლესიაში 1918 წლის სათხას საგმირო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის სამგლოვიარო წირვა აღევლინა. წირვა აღავლინა მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა. წირვას ესწრებოდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ჯავახეთის ვიკარიატის ვიკარიუსი, ასევე სტუმრები სომხეთსა და საქართველოდან. წირვის ბოლოს ჯავახეთის ვიკარიუსმა მიმართა დამსწრეებს და აღნიშნა: „სათხას საგმირო ბრძოლა ვანის, სასუნის თავდაცვით ბრძოლების რიგში არის ჩართული. ვამაყობთ, რომ სათხელებმა შეძლეს სიცოცხლის ფასად გადაერჩინათ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. სათხა ჯავახეთის ერთ-ერთ არაბევრ სოფელთაგანია, რომელმაც ვაჟკაცურად გაუძლო მტერს და მოახერხა ოსმალების წინსვლის შეჩერება". სათხას საგმირო ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა სანოსიანების ოჯახის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. |