1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლები გამოვიდნენ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

j1

2 ივნისს, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სიმღერისა და ცეკვის დიდი ფესტივალი.

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა

რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვთა უამრავ ახალგაზრდულ ცეკვის ანსამბლსა და ინდივიდუალურ შემსრულებელთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლები.

ცენტრი წარსდგა "ჩვენ და ჩვენი მთები" კომპოზიციით, რომელიც შეასრულა „მუშ“ ბავშვთა ანსამბლმა (ქორეოგრაფი: სვეტლანა ერიციანი). სამხედრო ფორმაში გამოწყობილ 4-6 წლის ასაკის ბავშვების ლამაზმა და ამაყად შესრულებულმა ცეკვამ დაიმსახურა მაყურებელთა მხურვალე ოვაციები.

კონცერტის დასასრულს გამოვიდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლი „ჯეირან“, შესრულდა ცეკვა „Waxranq” (frTxiali). მოხდენილმა ჩაცმულობამ და გოგონათა ნაზმა ცეკვამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს.

კონცერტი საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხა გადაირიცხება პატარა ანას სამკურნალოდ.

j2 m1 m2