სომხეთის მწერალთა კავშირის ცხონებული თავმჯდომარის, მწერლის, პუბლიცისტის, სრ კულტურის დამსახურებული მოღვაწის, მრავალი პრემიის ლაურეატის ლევონ ანანიანის ხსოვნის საღამო |
ამა წლის 29 სექტემბრის საღამოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის ხალხმრავალ დარბაზში, „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და „კამურჯ“ ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით შედგა ლევონ ანანიანის ხსოვნის საღამო. თბილისის ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობდა ლევონ ანანიანს, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მათ შორის „ჰაიარტუნ“ ცნეტრში შემდგარ) ხშირად შეხვედრია მას, მოუსმენია მისი მომხიბლავი სიტყვა და ჰყვარებია ის .. გამოჩენილი საზოგადო და ეროვნული მოღვაწის უდროო სიკვდილმა ღრმა ტკივილი მიაყენა საქართველოში მცხოვრებ სომხებს, ხალხმრავალი დარბაზი კი ამ სიყვარულისა და დანაკარგის ტკივილის ნათელი მოწმობა იყო. ღონისძიება, ფაქტობრივად, იქცა ახალ და უნიკალურ შეხვედრად მკითხველსა და მწერალს შორის, რომელიც უკვე მარადისობის მგზავრია, მის მეორე - უკვდავების სიცოცხლეს ცხოვრობს და ჩვენ, მიწიერებს, დროის გამოწვევებთან გამკლავების ინტონაციით მდიდარი და მარადიული ხელწერით გაგვიძღვება ეროვნულობისა და ენის, სიყვარულისა და სხვა ხალხებთან ხიდების დაგებისკენ. საღამო დაიწყო ლოცვით, რომელიც აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. შემდეგ ანანიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა პოეტმა, „კამურჯ“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, რომელმაც განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ლევონ ანანიანის როლს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომეხი მწერლების (სამი კომპონენტით: სომხეთი-დიასპორა თბილი და გულწრფელი იყო ლევონ ანანიანისა და ჩვენი ხალხის უახლოესი მეგობრის, მისი მეკალმის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის ღრმა ტკივილითა და სიყვარულით აღსავსე სიტყვა. „მე დავკარგე ჩემი ძმა, ვისთან ერთადაც, თითქოს, გავიზარდე, იმავე რძით ვიკვებე, როგორც ძმები ჰაიოსი და ქართლოსი. ვამაყობ, რომ ვიცნობდი მას, სომხურ და ქართულ ლიტერატურათა სასიკეთოდ, ერთად უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული, თარგმნითი ანთოლოგიები გამოგვიქვეყნებია ლევონ ანანიანისადმი მიძღვნილი ლექსები და ანანიანის თითო ნაწარმოები წაიკითხეს ვალერი ჰუნანიანცმა, არტემ კირაკოზოვმა, მარინა კირაკოსიან-მოსეს ლევონ ჩიდილიანმა წაიკითხა ლევონ ანანიანის ბრძყინვალე სტატია მიგრაციის თემაზე, „სახლი, რომელიც არ ააშენა ოსტატმა ოჰანმა“, ანაჰიტ ბოსტანჯიანმა კი - „მშობლირი ენის გაკვეთილი“ .... ამაღელვებელი იყო მადლიერებით აღსავსე ახალგაზრდა მწერლების, მონიკა ქურქჩიანის, არმენ ჰოვანისიანის, დიანა ტერ-ბაღდასაროვას ლევონ ანანიანზე, როგორც სმკ თავმჯდომარეზე, ქართველი ხალხის მეგობარზე, ბრწყინვალე პუბლიცისტზე, სიყვარულითა და სიკეთით აღსაზსე პიროვნებაზე ისაუბრა ცნობილმა მთარგმნელმა, ანანიანის მიერ ყოველთვის დაფასებულმა გივი შაჰნაზარმა. ანანიანთან დაკავშირებული თბილი მოგონებები გაუზიარა დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის|“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა. ლიტერატურული საღამოს დასასრულს ანანიანის შესახებ დაფასების, სინანულისა და სიამაყის, მისი გამაფხიზლებელი სიტყვიდან გაკვეთილების აღების სიტყვა წარმოთქვა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ერის თავზე დამოკლეს ხმალივით ჩამოკიდებული მთელი რიგი გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ლევონ ანანიანის განგაშის ზარის შემოკვრას - კალმითა და ხმით, რომელიც ასე ხშირად ისმოდა ტრიბუნებიდან, სცენებიდან, შეკრებებიდან . „ის თავისი ერის ჭეშმარიტი შვილი იყო, რომელსაც აღელვებდა ერის ბედი, ჩვენი ეროვნული სახის შენარჩუნება ...“ წინამძღვარმა ასევე ხაზი გაუსვა ანანიანის უდიდეს როლს საქართველოსთან ურთიერთობებში, განსაკუთრებით მის დიდ როლს თუმანიანის თბილისის სახლის დაბრუნების საქმეში. ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, საზოგადოებრივ-პო ანაჰიტ ბოსტანჯიან
|