მამიკონ ნაჰაპეტოვი უკრავს თბილისის სომხური სათვისტომოსთვის |
11 ოქტომბერს სომხურ სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და სრ კულტურის სამინისტროს პატრონაჟით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგა თბილისის ყოფილი მცხოვრების, ამჟამად გერმანიაში მცხოვრებისა და შემოქმედის მამიკონ ნაჰაპეტოვის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. კონცერტი გახლდათ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ერთ-ერთ სანუკვარ დღესასწაულთაგან ერთის - მთარგმნელთა დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლიდან პირველი. მამიკონ ნაჰაპეტოვის დიდი ხნის ოცნება იყო თანამემამულეების ხალხმრავალ დარბაზში, სადაც ადგილი ეკავა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, მუსიკოსის მოსასმენად იყვნენ მოსული კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლ ფორტეპიანოს კლავიატურაზე თითების აღუწერელმა მოძრაობამ დარბაზში გაავრცელა არამ ხაჩატურიანის, შუმანის, ბახ/ბუზონის, გაბუნიას, ბრამსის, სტრავინსკი/ აგოსტის უკვდავი ნაწარმოებები. ახალგაზრდა ნიჭიერმა პიანისტმა ქედი მოიხარა ეპარქიის წინამძღვრის წინაშე, სპეციალურად დიდი სომეხი მთარგმნელების დღესასწაულს მიუძღვნა არნო ბაბაჯანიანის „ექსპრომტის“ ბრწყინვალე შესრულება. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა მამიკონ ნაჰაპეტოვს ამ ლამაზი საღამოს სამახსოვროდ აჩუქა თავისი მინიატურული ნამუშევური.
|