საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმიდა ვარდაპეტ-მთარგმნელებისა და მათი მოწაფეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაული აღინიშნა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიებით. |
13 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-მუსი ღონისძიება დაიწყო „მამაო ჩვენოს“ ლოცვით და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის კანდელაკის მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანის კურთხევით. ღონისძიების წამყვანმა, თბილისის სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა შეკრებილ საზოგადოებას წარმოუდგინა აღნიშნული პერიოდი თავისი იმ აღწერილობით, რომელმაც ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ნიადაგი შექმა იმისათვის, რომ გამოვლენილიყო ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, გამყარებულიყო ხელოვნების ისტორიაში და გამხდარიყო რენესანსის ეპოქა. დამწერლობის შექმნის და ისტორიული მოვლენების განვითარების შემდეგ, ასევე არაბთა სახალიფოს ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ სომხურმა კულტურამ აღუწერელი აღმავლობა განიცადა, რაც გამოიხატა ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, ქანდაკებასა და სხვა სფეროებში. ღონისძიება ეძღვნებოდა ლიტერატურასა და მუსიკას, რაც ასე ამომწურავად იქნა გაანალიზებული ფილოლოგ ნაირა მარკარიანისა და მუსიკათმცოდნე მარტა გეორგის მიერ, რომლებმაც ისაუბრეს შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში შესულ გრიგორ ნარიკაცის, ნერსეს შნორჰალის, ნაჰაპეტ ქუჩაკის, საიათნოვასა და სხვათა შესახებ. აღნიშნა, რომ იერუსალიმში დაცულია 27 ათასი სომხური ხელნაწერი, პოეტური თარგმანი, ფილოსოფიური ნამუშევარი, რომლებმაც ერს გზა გაუკვალეს ცივილიზაციისკენ, მსოფლიო ლიტერატურის ოქროს საგანძურისკენ. საღამოზე გრიგორ ნარიკაცის, ნერსეს შნორჰალის, ნაჰაპეტ ქუჩაკის ჰაირენების ქართული და რუსული საკუთარი თარგმანები, ასევე საიათ ნოვას ლექსები წაიკითხეს პოეტმა - მთარგმნელებმა გივი შაჰნაზარმა, მიხაილ ანანოვმა, საქართველოს დამსახურებულმა მსახიობმა რობერტ ჰოვანისიანმა და სხვებმა. საღამოს ამშვენებდნენ ნინა კარაპეტიან-გევორკოვას და მედუდუკე ვანო მკრტჩიანის ლამაზი მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს დამსწრეებმა მოისმინეს მესროპ მაშტოცის მიერ დაწერილი, დღეს უკვე 1600 წლის საგალობლები, რითაც დასრულდა წმიდა ვარდაპეტ-მთარგმნ
|