1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმიდა ვარდაპეტ-მთარგმნელებისა და მათი მოწაფეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაული აღინიშნა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიებით. PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP3239 

13 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რუბრიკით „სომხური რენესანსი: შუა საუკუნეების ლიტერატურა და მუსიკა“, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სომინტელიგენციის კავშირის და თბილისის სომეხთა ასამბლეის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და მიეძღვნა მთარგმნელთა დღე.

ღონისძიება დაიწყო „მამაო ჩვენოს“ ლოცვით და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის კანდელაკის მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანის კურთხევით. ღონისძიების წამყვანმა, თბილისის სომინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა შეკრებილ საზოგადოებას წარმოუდგინა აღნიშნული პერიოდი თავისი იმ აღწერილობით, რომელმაც ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ნიადაგი შექმა იმისათვის, რომ გამოვლენილიყო ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, გამყარებულიყო ხელოვნების ისტორიაში და გამხდარიყო რენესანსის ეპოქა.

დამწერლობის შექმნის და ისტორიული მოვლენების განვითარების შემდეგ, ასევე არაბთა სახალიფოს ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ სომხურმა კულტურამ აღუწერელი აღმავლობა განიცადა, რაც გამოიხატა ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, ქანდაკებასა და სხვა სფეროებში.

ღონისძიება ეძღვნებოდა ლიტერატურსა და მუსიკა, რაც ასე ამომწურავად იქნა გაანალიზებულ ფილოლოგ ნაირა მარკარიანისა და მუსიკათმცოდნე მარტა გეორგის მიერ, რომლებმაც ისაუბრეს შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში შესულ გრიგორ ნარიკაცის, ნერსეს შნორჰალის, ნაჰაპეტ ქუჩაკის, საიათნოვასა და სხვათა შესახებ. აღნიშნა, რომ იერუსალიმში დაცულია 27 ათასი სომხური ხელნაწერი, პოეტური თარგმანი, ფილოსოფიური ნამუშევარი, რომლებმაც ერს გზა გაუკვალეს ცივილიზაციისკენ, მსოფლიო ლიტერატურის ოქროს საგანძურისკენ.

საღამოზე გრიგორ ნარიკაცის, ნერსეს შნორჰალის, ნაჰაპეტ ქუჩაკის ჰაირენების ქართულ და რუსული საკუთარი თარგმანები, ასევე საიათ ნოვა ლექსები წაიკითხეს პოეტმა - მთარგმნელებმა გივი შაჰნაზარმა, მიხაილ ანანოვმა, საქართველო დამსახურებულმა მსახიობმა რობერტ ჰოვანსიანმა და სხვებმა. საღამოს ამშვენებდნენ ნინა კარაპეტიან-გევორკოვას და მედუდუკე ვანო მკრტჩიანის ლამაზი მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს დამსწრეებმა მოისმინეს მესროპ მაშტოცის მიერ დაწერილი, დღეს უკვე 1600 წლის საგალობლები, რითაც დასრულდა წმიდა ვარდაპეტ-მთარგმნელებისა და მათი მოწაფეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)