„სრბოც ავეტარანჩაც“ (წმიდა მახარებელთა) დღესასწაული მარნეულის სომხურ თემში |
წმიდა მახარებლების - მათეს, მარკოზის, იოანეს და ლუკას დღესასწაულზე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, იყვნენ მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ (წმიდა ღვთისმშობლის) ეკლესიაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმიდინარეობს. ეკლესიაში, მორწმუნეთა მონაწილეობით, აღავლინეს მადლიერების ლოცვა, შემდეგ მორწმუნეებმა ილოცეს ეკლესიის დროზე აღდგენის მოლოდინით. წინამძღვარმა დალოცა ასევე მშენებელ-ოსტატებ თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა წირვაში. წმიდა წირვის დასასრულს თბილისიდან ჩამოსულ მომლოცველებსა და სოფელ კარმირის მორწმუნეებს მიმართა ეპარქიის წინამძღვარმა. დღესასწაული დასრულდა სოფელ კარმირის სტუმართმოყვარე თემში სიყვარულის სადილით. მრევლის სვლელობა შედგა ქ. თბილისის კაფე „ჯაზვეს“ და გევორქიანების ოჯახის მხარდაჭერით.
|