1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების შემეცნებითი და თანამშრომლობითი მომლოცველობა სომხეთსა და არცახში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

arcakh

2013 წლის 24-28 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველთა ჯგუფი, სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და საქართველოს სომეხთა ეპაქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურხევით, შემეცნებითი და თანამშრომლობითი ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთსა და არცახში. მომლოცველობა ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის დიაკვან გევორგ ანტონიანის მიერ. მომლოცველთა შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომლები, ახალგაზრდები თბილისიდან, ახალციხიდან, ბათუმდან და მარნეულიდან. მომლოცველთა შორის იყო ცნობილი ამერიკელი სომეხი პოეტი სონა ვანი.

24 ოქტომბერს მომლოცველთა ჯგუფი  თბილისიდან ერევანში გაემგზავრა. გზად, მათ ტავუშის რეგიონის ჰაღარწინის მონასტერში მონაწილეობა მიიღეს დილის ღვთისმსახურებაში,IMGP4116 შეხვდნენ სამონასტრო კომპლექსის მონაზონს არქიმანდრიტ არისტაკეს აივაზიანს. წმიდა მამამ მომლოცველებს წარუდგინა მონასტრის ისტორია და ესაუბრა ბოლო წლების განმავლობაში შესრულებულ სარემონტო სამუშაოების შესახებ.

ერევანში, სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, შედგა შეხვედრა სამინისტროს თანამდებობოს პირებთან.

 IMGP4136

მეორე დღეს მომლოცველები ეწვივნენ წმიდა რიფსიმესა და წმიდა გაიანეს ტაძრებს და წმიდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარს, სადაც მათ მიიღეს ეპისკოპოს არტაკ ტიგრანიანისა და ეპისკოპოს ბაგრატ გალასტანიანის კურთხევა.

 

IMGP4183 შემდეგი გაჩერება იყო ხორ ვირაპის მონასტერი. აქ მომლოცველებს დახვდა ღვდელმონაზონი არის ტონოიანი, IMGP4316მომლოცველთა ჯგუფმა მადლიერების ლოცვა აღავლინა და გაემგზავრა არცახისკენ. არცახში ისინი ესტუმრნენ ეპარქიის შუშის რეზიდენციას და შეხვდნენ თემის წინამძღვარს არქიეპისკოპოს პარგევ მარტიროსიანს. ეპარქიის ლიდერი მიესალმა სტუმრებს და მოუწოდა   არცახისა და საქართველოს ახალგაზრდებს, რომ ურთიერთვიზიტები გაგრძელონ და კავშირი გაამყარონ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ლიდერმა მისი ძმური სიყვარული გაუზიარა არქიეპისკოპოს პარგევ მარტიროსიანს და აჩუქა თბილისელი სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ნახატი „ძველი თბილისის“ გამოსახულებით.  

26 ოქტომბერს დილით მომლოცველები შუშიში ეწვივნენ არცახის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. გაიმართა შეხვედრა მინისტრ ნარინე აღაბალიანთან. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მინისტრის მოადგილე გაიანე გრიგორიანი.

IMGP4337

მინისტრი აღაბალიანი მიესალმა სტუმრებს და წარმოუდგინა არცახში და მის გარეთ შესრულებული კულტურული საქმიანობა და ახალგაზრდობის საკითხებით სახელმწიფო პოლიტიკა. კულტურის მინისტრმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტები მისასალმებელი და მნიშვნელოვანია, სომხეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სომხებსა და სამშობლოს შორის კავშირების შესანარჩუნებლად. 

IMGP4838"მხოლოდ გამარჯვებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ,   უნდა შევინარჩუნოთ ეს გამარჯვება. სამშობლოში არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემა. ახალგაზრდებამდე უნდა მივიყვანოთ ის იდეა, რომ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, და ამ მხრივ მნიშვნელოვანია კულტურის როლი", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნების სხვადასხვა დარგის - ტურიზმისა და გამოყენებითი ხელოვნების განვითარებას და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ამ მხრივაც შესთავაზა თანამშრომლობა, შესაბამისი სპეციალისტებით უზრუნველყოფით.

წმიდა მამამ მაღალი შეფასება მისცა ბოლო წლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიასა და არცახს შორის დამყარებულ კავშირს, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, პედაგოგების ურთიერთვიზიტებსა და თანამშრომლობას, ასევე აღნიშნა, რომ არცახი და იერუსალიმი არის ის ადგილები, სადაც კვლავ დაბრუნების სურვილი გიჩნდება.

შეხვედრის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განყოფილებათა დირექტორებმა წარმოადგინეს განყოფილებების მოღვაწეობის მთავარი მიზნები და ამოცანები და გამოთქვეს სხვადასხვა პროგრამებში ეპარქიის მონაწილეობის მზადყოფნა.

IMGP4380

შემდეგ შედგა საჩუქრების გაცვლა. ეპარქიის წინამძღვარმა მინისტრს გადასცა საქართველოს ცნობილი მინიატურისტის მერუჟან შაუმიანის ნამუშევარი.

შეხვედრა დასრულდა წმიდა მამის კურთხევით.  

მომლოცველთა ჯგუფი გაემართა შუშის ხელოვნების ცენტრისკენ, რომელიც თავის დროზე იყო ჩვენი ეროვნული ქველმოქმედის და საზოგადო   მოღვაწის მიქაელ არამიანცის სახლი და არცახის ომის შემდგომ საჭირო დონეზე გარემონტდა. ხელოვნების ცენტრში გამოფენილი იყო ხალიჩები და სამველ ქავადიანის ტილოები.

ხელოვნების ცენტრის შემდეგ მომლოცველები გაემგზავრნენ განძასარის სამონასტრო კომპლექსში, სადაც მათ დახვდა კომპლექსის სულიერი მოძღვარი მამა გრიგორი. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ წმიდა მამის ხელმძრვანელობით აღავლინეს მადლიერების ლოცვა. შუშიში დაბრუნების გზაზე მომლოცველები ეწვივნენ არცახის სიმბოლოს - „ჩვენ ვართ ჩვენი მთები“ ("ბაბუა- ბებიას") მემორიალს და ისიამოვნეს ღამის სტეფანაკერტის სილამაზით.

27 ოქტომბერს მომლოცველთა ჯგუფმა „ღაზანჩეცოც სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიაში  მონაწილეობა მიიღო წმიდა წირვაში. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წირვის შემდეგ შუშის რეზიდენციაში ისინი მიიღო არცახის ეპარქიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა პარგევ მარტიროსიანმა, ეწვივნენ არცახის გმირული ბრძოლის გმირთა მუზეუმს, შემდეგ მონაწილეობა მიიღეს არცახის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ვარდან ჰაკობიანის ორგანიზებულ სონა ვანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოში. ამავე დღეს მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს მყრ კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ კულტურულ ღონისძებაში.

IMGP481628 ოქტომბერს მომლოცველებმა, არქიეპისკოპოს პარგევ მარტიროსიანისა და ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, ყვავილებით შეამკეს არცახის გმირული ბრძოლის გმირთა მემორიალი და ლოცვა აღავლინეს მათი სულების სიმშვიდისათვის.  IMGP4464

იმავე დღეს მომლოცველთა ჯგუფი სტეფანაკერტში შეხვდა მყრ პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანს. შეხვედრა დაიწყო პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთ პროგრამებში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა, რათა უფრო მჭიდრო იყოს მათი კავშირი სამშობლოსთან, ასევე მუშაობა არცახის შესაბამის სტრუქტურებთან იყოს მკაფიოდ კოორდინირებული და მეტად ეფექტური. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბოლო წლებში არცახის მიღწევებსა და არსებული პრობლემების შესახებ.

  შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის პრინციპი და დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვრის კმაყოფილების სიტყვით. "არცახდიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული სახის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს სომეხი მოსახლეობა მზადაა არცახის საკეთილდღეოდ ძალისხმევა არ დაიშუროს ეკლესიის მეშვეობით

IMGP5061

და მეტი გააკეთოს არცახის საკითხის სამართლიანად გადასაწყვეტად“, - განაცხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვრმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ეპარქიის წინამძრვარმა პრეზიდენტს გადასცა თბილისელი ცნობილი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ძველი თბილისის გამოსახულებით ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.IMGP4630

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველთა ჯგუფი სტუმრობდა არცახის ეპარქიის წინამძრვრის სტეფანაკერტის რეზიდენციაში.

მომლოცველებმა იხილეს ის წინსვლა, რომელიც არსებობს არცახში, ყველგან   გარემონტებული  გზები, ომის კვალისგან გათავისუფლებული ქალაქები და სოფლები , ხალხში ჭარბობდა მხიარული განწყობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ, ეპარქიის წინამძღვრის ვაზგენ მირზახანიანის სახით, საპასუხო ვიზიტით მოიწვია არცახის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მწერალთა კავშირი და არცახის სასულიერო დასი. მოწვევა დიდი სიამოვნებით მიიღეს.

მომლოცველთა ჯგუფი ნათელი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა თბილისში.


IMGP4145 IMGP4269 IMGP4938

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)