1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდობის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

patriarkhfund

2013 წლის 7 ნოემბერს დაიწყო ახალგაზრდობის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიის მიერ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მიწვევით პროგრამაში ჩართულია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ხუთი ახალგაზრდა წარმომადგენელი - ლიზა თოროსიანი, ანი კუშჩიანი, ლაურა მზიკიანი, მარიამ სარკისოვა და ვალენტინა გალეჩიანი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ ლექციებს შემდეგ თემებზე: ქრისტიანული ფსიქოლოგია; ძველი და ახალი აღთქმა; ტრადიციული რელიგიები; არქეოლოგია და ისტორია; ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა; პროფესიული ურთიერთობები. ლექციათა კურსის მოსმენის შემდეგ მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული „ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია“ დაარსდა 2011 წელს, World Vision Georgia საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

patriarkhfund2  patriarkhfund4  patriarkhfund5 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)