ჯიგრაშენში აღინიშნა „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ (წმიდა მთავარანგელოზთა) ეკლესიის აღდგენის ერთი წლისთავი |
10 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში სუფევდა სადღესასწაულო განწყობა. სოფელი აღნიშნავდა მრავალი წლის წინ ჩამონგრეული „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიის აღდგენისა და კვლავ კურთხევის ერთ წელიწადს. წირვას აღავლენდა რეგიონის სულიერი მწყემსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი. წირვას ესწრებოდნენ ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები, მორწმუნეები და მომლოცველები რაიონის სხვადასხვა სომხური სოფლებიდან. ზუსტად ერთი წლის წინ ძმები ქსპოიანების ქველმოქმედებით აღდგა სოფლის მთავარანგელოზთა ეკლესია და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელით, ჯავახეთის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის წინამძღოლობით შესრულდა ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია. ჯავახეთის ვიკარიატის ვიკარიუსის და ნინოწმინდის მიმდებარე სოფლების სულიერი მწყემსის მღვდელ არმაშის ხელმძრვანელობით უამრავი მორწმუნე და მომლოცველი იყო ჩამოსული წმიდა და უკვდავ წირვაზე დასასწრებად. ვიკარიუსმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს ძლიერი სულიერი ცნობიერება და იცხოვროს კულტურული ცხოვრებით. "ამ თემებში შეინიშნება კულტურული და სულიერი ცხოვრების უკმარისობა. დრო შეიცვალა და ახლა სოფლის ერთგულნი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეკლესია გამართულად იდგეს და იყოს მორწმუნეებით სავსე“, - აღნიშნა ვიკარიუსის მოადგილემ. არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა დალოცა და მაღალი შეფასება მისცა არსენ, არარატ და არმან ქსპოიანების კეთილ საქმეს და მადლიერების ნიშნად ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიის ქველმოქმედს - არსენ ქსპოიანს, აჩუქა გრიგორ ნარეკაცის „ტრაგედიის მატიანე“ და ხატი. ნინოწმინდის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები გამოვიდნენ ლამაზი საკონცერტო პროგრამით.
|