საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ლიდერთა სტამბულის სემინარში „გორიზ 2013 " |
2013 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა მონაწილეობა მიიღო სომხური დიასპორის ახალგაზრდა ლიდერთა სემინარში „გორიზ 2013", რომელიც ჩატარდა თურქეთის ქალაქ სტამბულში. სემინარი ორგანიზებული იყო სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის (სსსკ) მიერ, ჰრანტ დინქის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით. სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თურქეთში სომხური სათვისტომოს ისტორიას და არსებულ მდგომარეობას, თურქეთის სომხურ მოსახლეობას, განიხილეს როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის, ასევე მემკვიდრეობის შენარჩუნების, თანამშრომლობის საკითხები. მოეწყო შეხვედრები „აგოს“, „მარმარა“ და „ჟამანაკ“ (უძველესი სომხური გაზეთი, რომელიც გამოდის უწყვეტად) სომხური გაზეთების, „არას“ სომხური სტამბის, „ახალი რადიო“ სომხური რადიოს, „ნორ ზართონქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, „გეტრონაგან“ სომხური სკოლის დირექტორს. ცალკე სესიები მიეძღვნა სომხური რელიგიური ფონდების და მათი ქონების, თურქეთში სომხური ბეჭდვითი მედიის, დასავლეთ სომხეთში სომხური მემკვიდრეობის საკითხებს. მოეწყო შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტებთან, „სომხური აჩრდილი თურქეთში“ წიგნის ავტორებთან - ლორ მარშანსა და გიომ პერიესთან. 2 ნოემბერს სესიის მონაწილეები დაესწრნენ კონფერენციას „გამაჰმადიანებულ 3 ნოემბერს, კვირას, სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს სტამბულის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალული ჰრანტ დინქის საფლავი, კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს საკათედრო „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში დაესწრნენ წმიდა წირვას, რის შემდეგ გაეცნენ სტამბულის სომხებით დასახლებულ უბანს - ქუმქაფს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის სომხურ სათვისტომოში, საქართველოს სომხური სათვისტომოს მსგავსად, ჯერ კიდევ არსებობს მოუგვარებელი ქონებრივი საკითხები, რომლებიც, ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში იქნება გადაწყვეტილი.
|