1geo

fb you od

„მესაყვირეთა აღლუმი“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shephorahar1

მიმდინარე წლის პირველ დეკემბერ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარდა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა გაერთიანების (თავმჯდომარე: არტემ კირაკოზოვი (გრიგორენცი)) მორიგი ღონისძიება, რომელსაც კვლავ კონცერტ-ლექციის სახე ჰქონდა. ამჯერად თემა იყო ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტები, კერძოდ - საყვირი. ამ საინტერესო და ლამაზი საკრავის შესახებ მეტის გასაგებად და შესრულებების მოსასმენად იყვნენ მოსული ისინი, ვინც იცის ეს საკრავი და აფასებს მას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის წარმომადგენლები, სომეხი და ქართველი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ახალქალაქის რაიონული კულტურის, განათლების და სპორტის დეპარტამენტის გამგის ხელმძღვანელობით თბილის ჩამოსული პედაგოგთა ჯგუფი, საქართველოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვ.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისისახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი სოლისტი გარი ანტონიანი, რომელმაც მხოლოდ ხუთი წლის წინ შექმნა ჯგუფი, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს ასწავლის საყვირზე დაკვრას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მესაყვირეები, მასწავლებლ- გარი ანტონიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების წამყვანმა არტემ კირაკოზოვმა საინტერესოდ წარმოადგინა აღნიშნული ჩასაბერი ინსტრუმენტი, დააკონკრეტა მისი დეტალები და სირთულეები. გარი ანტონიანის მოწაფეებმა - ილო შიოლაშვილმა, ვალერიან საათაშვილმა, ვიკტორია კაზარიანმა, ქეთი დოლიძემ, სერგეი ანტონიანმა და სერგეი სარგსიანმა შეასრულეს პუჩინის, არნო ბაბაჯანიანის, გიორგი სვირიდოვის, რევაზ ლაღიძის, მერი დავითაშვილის, მერაბ მერაბიშვილის ნაწარმოებები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გარი ანტონიანისა და მისი მოწაფეების ერთობლივი შესრულებები. კონცერტი მიმდინარეობდა პიანისტ ნინო რესკაშელის შესრულებების თანხლებით.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებს და მონაწილეებს მიულოცა და ამ ღონისძიებაზე მისი ნამუშევრების შესრულებისათვის მადლიერების სიტყვა უთხრა მუსიკოსმა მერაბ მერაბიშვილმა. იგი მიესალმა კონცერტ-ლექციების ჩატარებას და გამოთქვა მათში მონაწილების მზაობა.

დასასრულს მონაწილეებმისი კურთხევა უბოძა და შეფასების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წმიდა მამამ მაღალი შეფასება მისცა კულტურის ქართველ და სომეხ მოღვაწეთა თანამშრომლობას და მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში სომეხ კომპოზიტორთა ნამუშევრებთან ერთად ქართველ კომპოზიტორთა ნამუშევრების შესრულებას. ეპარქიის ლიდერმა ასევე მაღალი შეფასება მისცა მესაყვირე გარი ანტონიანის პროფესიონალიზმს და შეაქო ახალგაზრდებისთვითავისი ხელოვნების გადაცემის მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის.

საღამო დასრულდა ჩასაბერი ინსტრუმენტების ლამაზი კონცერტით.

 

IMGP7498 IMGP7502 IMGP7537 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)