ორი წიგნის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით და „გალუსტ გიულბენკიან“ დაწესებულების სპონსორობით გამოქვეყნდა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრების - ნინოწმინდაში მცხოვრები ჰოვანეს მარიკიანის ლექსების კრებული „მზის ჩასვლა“ და თბილისში მცხოვრები ჟურნალისტის, სერგეი არაქელიანის პროზაულ ნაწარმოებათა კრებული „დოქტორი სანჯაი“. წიგნების პრეზენტაცია შედგა 8 დეკემბერს „ჰაიარტუნ“ ცენტრში. მას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ლიტერატურისა და კულტურის ცნობილი პირები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდა ნინოწმინდიდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაცია, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარის - გევორგ სნხჩიანის, ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ „არშალუის“ რაიონული გაზეთის რედაქტორი მანუკ კარახანიანი, პოეტი ჰოვანეს მარიკიანი, ჰამლეტ აროიანი, ჰმაიაკ გრიგორიანი, დივინ ქაშანიანი, არტურ ქურდოღლიანი. ღონისძიება დაიწყო ლოცვით - „მამაო ჩვენოთი“, რის შემდეგაც ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა. „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა ისაუბრა საგამომცემლო საქმეში კავშირის მიღწევების შესახებ და წარმოადგინა ჰოვანეს მარიკიანი, ვინც უკვე შვიდი წიგნის ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედმა კრებულს უწოდა „მზის ჩასვლა“, ის მგრძნობელობის და ნათელი იდეების ლამაზი გამოხატულებაა. სერგეი არაქელიანის „დოქტორი სანჯაი“ პროზაული ნაწარმოებების კრებულში მოთავსებული რომანი საინტერესო ამბავია ინდოელი ხალხის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. გამომსვლელებმა - სომხურ-ქართული „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პოეტ-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, „არშალუის“ რაიონული გაზეთის რედაქტორმა მანუკ კარახანიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ წელიწადში 2-3 წიგნის გამოცემას, რომელთა შერჩევა ხდება სხვადასხვა ასაკის ავტორთა ნაწარმოებებიდან. გამომსვლელებმა მიულოცეს ავტორებს წიგნების გამოცემა. შემდეგ გამოვიდნენ აღნიშნული წიგნების ავტორები, მათ მადლიერების სიტყვით მიმართეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორს ლევონ ჩიდილიანს, ქედი მოიხარეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინაშე, ვისი კეთილი ნებითა და მხარდაჭერითაც ქვეყნდება მათი ნაწარმოებები. ღონისძიება დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის სიტყვით. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარის - გევორგ სნხჩიანის, ერისათვის თავდადებულ სამუშაოს, რომელიც მან უნდა გააგრძელოს ნინოწმინდაში ახალადგახსნილ „რაფაელ ჯავახქ ღარსლიანის“ ცენტრის კოორდინატორის მოვალეობის შესრულებით. წმიდა მამამ მადლიერების სიტყვით მიმართა გალუსტ გიულბენკიან დაწესებულებას, რომელიც სიამოვნებით უჭერს მხარს ეპარქიის ინიციატივებს. წინამძღვარმა მიულოცა ავტორებს და აღნიშნა, რომ ეპარქიის შუამდგომლიბით კვლავ გაგრძელდება წიგნების გამოცემა და პრეზენტაციების ორგანიზება. ღვაწლმოსილი პედაგოგის და „ვერნატუნ“ კავშირის გამგეობის წევრის როზა ზოჰრაბიანის ინიციატივით, თბილისის 104-ე და 110-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა ლიზა თოროსიანმა, არამ მელიქიანმა, არამ მოვსესიანმა, ანა ჰარუთიუნიანმა წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები სერგეი არაქელიანისა და ჰოვანეს მარიკიანის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების კრებულებიდან. წიგნების პრეზენტაციას ლირიკული ხიბლი შესძინეს პიანისტ ესაი აბოვიანის, სოლისტების - ნინა კარაპეტიან-გევორ
|