1geo

fb you od

„კამურჯ“ წელიწდეული სომხურ-ქართული ურყევი მეგობრობის ხიდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kamurj   

18 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის „კამურჯ“ წელიწდეულის მორიგი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით ინიცირებული იყო წელიწდეულის მთავარი რედაქტორის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს  მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, სომეხი და ქართველი შემოქმედები, კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ანაჰიტ ბოსტანჯიანმა   მადლიერების სიტყვით მიმართა სრ დიასპორის სამინისტროსა და თბილისელ სომეხ ბიზნესმენ რაფიკ აღაჯანიანს, რომელთა მხარდაჭერით დაიბეჭდა „კამურჯ“ წელიწდეულის 2013 წლის ნომერი. გამომსვლელმა წარადგინა „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული წელიწდეულის განვლილი გზა დაარსების დღიდან დღემდე.

საქართველოს  მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მიესალმა წელიწდეულის მორიგი ნომრის გამოქვეყნებას და ანაჰიტ ბოსტანჯიანს - პოეტს, მთავარ რედაქტორს, მთარგმნელს,   სომხურ-ქართულ ლიტერატურათა დაახლოების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემია.

პრეზენტაციას მიესალმნენ და ანაჰიტ ბოსტანჯიანს მაღალი ჯილდოს მიღება მიულოცეს   რევაზ მიშველაძემ, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა ბაღათურ არაბულმა, მხატვარმა რევაზ ადამიამ, გივი შაჰნაზარმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა.

პოეტმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა მადლიერებით წარმოადგინა ბენიკ სეირანიანის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, მისი სპონსორობით დაბეჭდილი ბენიკ სეირანიანის წიგნი „ძველი თბილისის ხმები“.

თბილისის 104-ე სკოლის მოსწავლეებმა ლიზა თოროსიანმა და ლიკა მარგარიანმა წაიკითხეს ნაწყვეტები წელიწდეულში დაბეჭდილი ნაწარმოებებიდან, სოლისტებმა ანა პოღოსოვამ და ჰენრიხ პეტროსიანმა, მედუდუკე ივანე მკრტჩიანმა, პიანისტებმა ესაი აბოვიანმა ბრწყინვალე შესრულებებით ბრწყინვალე ელფერი შესძინეს პრეზენტაციას.

პრეზენტაციის ბოლოს სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, დალოცა დამსწრეები და მიულოცა ანაჰიტ ბოსტანჯიანს. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ლიტერატურისა და წიგნის როლს ადამიანის მორალურ-ფსიქოლოგიური სამყაროს ფორმირების, თაობების აღზრდის საქმეში და მოუწოდა მაღალღირებული, საინტერესო და დიდაქტიკური წიგნებით ახალგაზრდებში წიგნისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის ჩანერგვა.

დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა „კამურჯ“ წელიწდეულის ნომრები.
 

IMGP8998 IMGP9029 sait1 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)