საქართველოს ბეჭდური მედია შეივსო კიდევ ერთი სომხურენოვანი გაზეთით |
2014 წლის 20 იანვარი საქართველოს სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში დაფიქსირდა „არძაგანქ“ სომხურენოვანი გაზეთის დაბადების დღედ. ამ დღეს მკითხველს მიეწოდა სათვისტომოს საინფორმაციო გაზეთის პირველი ნომერი, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებისათვი გაზეთის მოხალისე კორესპონდენტებისაგან შემდგარი სარედაქციო გუნდის მოღვაწეობის დევიზია მკითხველისა და საზოგადოებისათვის საიმედო ინფორმაციის წყაროდ გახდომა. იმედი გვაქვს, რომ გაზეთის რედაქტორის ლევონ ისახანიანის, რედაქციის პერსონალისა და გაზეთის გამოცემის ხელშემწყობი ყველა პიროვნების უანგარო მხარდაჭერის შედეგად გაზეთი საინტერესო და აქტუალური მასალებით სულ მალე გახდება სომეხი მკითხველის სასურველი გაზეთი როგორც თბილისსა და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში, ასევე დედა სამშობლოსა თუ სომხურ დიასპორაში. გაზეთს ვუსურვებთ წინსვლასა და კეთილ ახალ ამბებს.
|