1geo

fb you od

ეკუმენური ლოცვა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ekumenik 

მიმდინარე წლის 24 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა ქრისტიანული ერთიანობისათვის. ლოცვის დევიზი იყო: შეუძლებელია ქრისტეს დანაწევრება“.

 სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 2014 წელს იკისრა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მოწვევით ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერი არქიეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ჰანს-იოიახიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი და სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების სამღვდელოების წარმომადგენლები და მორწმუნეთა ჯგუფები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანი მისასალმებელ სიტყვაში შეეხო ეკუმენური მოძრაობის მიმართ სომეხთა ეკლესიის პოზიციას და ქტიურ მონაწილეობა ერთიან ლოცვაში, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორი ათასი წლის ისტორიის მქონე სომეხთა ეკლესია ყოველთვის ღიაა სხვა სარწმუნოებებთან ურთიერთობებისათვის და ეკუმენური ლოცვის ყველა მონაწილეს გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევა. წინამძღვარმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომეხ ქრისტიანთა საეკლესიო დღესასწაულებს და რიტუალებ, კანტატებ, 9 ღვთისმსახურებას და 7 საიდუმლოს. მისი წინადადებით საქართველოს სომეხთა ეპარქია ეკუმენურ ლოცვაში გამოვიდა მე -9, დასვენების ღვთისმსახურებით, რომლის დროს ლოცვა აღავლინეს ასევე სირიაში სისხლისღვრისა და ტერორის შეჩერების, უკრაინაში სამოქალაქო დაძაბულობის განმუხტვისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის.

ეკუმენური ლოცვის მონაწილე ეკლესიები გამოვიდნენ შეწყალების, მონანიების და გულმოწყალების ლოცვებით. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებს განსხვავებული ენა და კულტურა აქვთ, იგივე იყო ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანთა ერთიანობის ლოზუნგი. ერთად ლოცვისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სულისკვეთება და სითბო სუფევდა თბილისის უძველეს „სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში.

ცერემონიის დასასრულს, სომხურად და ქართულად წაკითხეს პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ (თავი პირველი, 1-17 ).

ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) ოფისი ტოლერანტობის ცენტრის დირექტორი ბექა მინდიაშვილი, საქართველოში აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორტვიგ ჰენიგი, საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი ჩიესკოვსკი, ამიერკავკასიის ქვეყნებში რომის პაპის წარმომადგენელი მარეკ სოლჩინსკი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ვაჰააფიანი, ელჩის მრჩეველი ლევონ თორგომიანი და სხვები.
 

IMGP9243 IMGP9345 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)