1geo

fb you od

საჩუქრები დაურიგდათ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 samarateci

საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მოწვევით, 5 თებერვალს „ჰაიარტუნ“ ცენტრში იმყოფებოდნენ ბავშვები თბილისის ისნისა და კრწანისის რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელი მანუკ ზეინალიანი. მან ყველას შეახსენა  ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი ბავშვებისადმი სიყვარულის შესახებ და დამსწრეებსაც მოუწოდა ღმერთის ძის სიყვარული. მღვდელმა მანუკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იესო ქრისტესაგან გადმოცემული სიყვარულის გამოხატულებაა ეს ლამაზი საჩუქრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ეროვნების ბავშვები „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან თავიანთ თანატოლებს. მამა მანუკმა მადლიერების სიტყვით მიმართა „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო ორგანიზაციას და საქართველოში მისი წარმომადგენლის მოადგილეს კარენ ერიციანს დედაქალაქის ორი რაიონის გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვისაც, სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, ამ საჩუქრების გადაცემისათვის.

დამსწრეთა სახელით გამოვიდნენ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, ისნის რაიონის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი და სხვები, რომელთაც მადლიერების სიტყვით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს მასპინძლობისათვის და „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას ბავშვებისთვის სიხარულისა და ბედნიერების გრძნობის მინიჭებისათვის.

გაიმართა პატარა კონცერთი „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტი ანა პოღოსოვას მონაწილეობით.

დარბაზში მყოფი ყველა ბავშვი „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრებით, მაღალი განწყობით დაბრუნდსაკუთარ სახლში.
 

IMGP0497 IMGP0500 IMGP0488 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)